ფოტო ზოგადია და ასახავს უბრალოდ პერიოდს უცნობი ქართველი ოფიცრის ფოტო პაატა ქურდოვანიძის კოლექციიდან
რატიშვილი დავით ბეჟანის ძე (1881-1937) თავადი, გენერალ-მაიორი (1918). რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და პირველ მსოფლიო (1914-1918) ომების მონაწილე.
1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1920 წლიდან იყო ცხენოსანთა ბრიგადის მეთაური, შემდეგ ახალციხის სამხედრო კომენდანტი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საქართველო არ დაუტოვებია. ცხოვრობდა ტფილისში (თბილისში). დაჯილდოებულია სპარსეთის "მზისა და ლომის" მე-III ხარისხის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი.
წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.39 ფოტო და დაბადების თარიღი უცნობია
დავით ბეჟანის-ძე რატიშვილი, თავადი
(1881-1937)
გენერალი (1918)
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო (1914-1918) ომებში.
1915 წლის 31 მაისს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში.
1920 წლიდან იყო ცხენოსანი ბრიგადის მეთაური, შემდეგ ახალციხის სამხედრო კომენდანტი.
1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საქართველო არ დაუტოვებია. ცხოვრობდა ტფილისში (თბილისში).
1937 წელს შეეწირა რეპრესიებს.
დაჯილდოებული იყო სპარსეთის «მზისა და ლომის» III ხარ.ორდენით.