Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან

1108      

ოქროსციხე, ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი, თეიმურაზ ხარაიშვილისგან

ოქროს ციხე – ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.
ოქროს ცახე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.