სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იოსებ როინიშვილი 1874-1921წწ  საქართველოს გენერალი ქართლი იოსებ როინიშვილი 1874-1921წწ  საქართველოს გენერალი ქართლი

1874-1921 წწ. გარდ. 47 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი როინიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

იოსებ როინიშვილი 1874-1921წწ საქართველოს გენერალი ქართლი

როინიშვილი იოსებ ნიკოლოზის ძე (7 დკემბერი 1874-1921) გენერალ-მაიორი (1918). სამხედრო სასამართლო მთავარი სამმართველოს უფროსი 


Nicholas Roinishvili (07.12.1874 - 1921 cont.) Major-general (21.08.1918)


  • დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი.
  • პოდპორუჩიკი (1894).
  • პორუჩიკი (1898).
  • შტაბსკაპიტანი (1902).


  • 1905 წლის პირველი თანრიგით დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია.
  • კაპიტანი (1905).
  • მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოში.
  • 1908 წლიდან პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებელია.
  • პოდპოლკოვნიკი (1908)
  • 1909 წლიდან - კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლოს პროკურორის თანაშემწე.
  • პოლკოვნიკი (1912, წარჩინებისთვის).

დაჯილდოებული იყო წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენებით.



იოსებ ნიკოლოზის-ძე როინიშვილი

(07.12.1874 – 1921)

გენერალი (21.08.1918)

დაიბადა პოლკოვნიკის ოჯახში. 

განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1893 წელს. დაამთავრა ალექსანდრეს სახელის სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სახელის სამხედრო-იურიდიული აკადემია 1905 წელს (I-ი თანრიგით). მსახურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადაში. იყო სამხედრო-სამოსამართლო თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი. დროებით ასრულებდა მთავარი სამხედრო სასამართლოს სამმართველოს მაგიდის უფროსის მოვალეობას. 

1909 წლამდე მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად. 

1909 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ.

 1912 წლის 6 დეკემბერს მიებიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში.

1918 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა ქართული ჯარის სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარედ. 

1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია.

დაჯილდოებული იყო 

«წმ.ანას»  III (1906) და II (1915) ხარ.,

«წმ.სტანისლავის»  II (1911) ხარ. ორდენებით.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0