სუმბათაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (6 აივნისი 1882-1921 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1915) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915).
- დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი.
- პოდპორუჩიკი (1892).
- პორუჩიკი (1896).
- შტაბსკაპიტანი (1900).
- დაამთავრა ოფიცერთა სკოლა.
- მონაწილეობდა 1904-1905 წლებისის რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა.
- კაპიტანი (1904).
- 1911 ირიცხება ვიბორგის 85-ე ქვეითთა პოლკში.
- პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ნოვოჩერკასკის 145-ე პოლკშია.
- მეთაურობდა ბატალიონს.
- პოლკოვნიკი (1914, წარჩინებისთვის).
- 1915-1917 წლებში ცარიცინის 146-ე პოლკის მეთაურია.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). სომხეთთან ომის დროს იყო გენერალ მაზნიაშვილის მოადგილე. 1921 წლის თებერვალში, ომის დაწყების წინ, იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის, გენერალ ი. გედევანიშვილის დაქვემდებარებაში. უშუალოდ სარდლობდა ბამბაკის ხეობაში სანაინი-შაგალის მიმართულებაზე განლაგებულ შენაერთებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული იყო უკან დაეხია თბილისის მიმართულებით. თბილისიდან უკან დახევისას გენერალმა კვინიტაძემ მარცხენა კოლონის უფროსად დანიშნა. მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, სადაც სარდლობდა მარჯვენა ფრთას და ასევე უღელტეხილების დაცვას. 18-20 მარტს მონაწილეობდა ბათუმიდან ქემალისტების განდევნაში. ემიგრაციაში არ წასულა.
მიხეილ ბახტაძე
გიორგი ნიკოლოზის-ძე სუმბათაშვილი , თავადი
(06.06.1868-1921 შემდ.)
გენერალი (1918)
დაიბადა ტფილისში. განათლება მიიღო გიმნაზიაში. დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა მსროლელი სკოლა. სამხედრო სამსახურში შევიდა 1889 წელს.
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. არაერთხელ იქნა დაჭრილი. მსახურობდა 153-ე ბაქოს ქვეით პოლკში.
1911 წლისათვის მსახურობდა 85-ე ვიბორგის ქვეით პოლკში.
1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეით პოლკში, მეთაურობდა ბატალიონს.
1912 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა პოლოვნიკის სამხედრო წოდება.
1915-1917 წ.წ.-მეთაურობდა ცარიცინის 146-ე ქვეით პოლკს.
1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი, ფრონტის სარდალი.
1921 წლის თებერვალში დაინიშნა მე-2 დივიზიის მეთაურად.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით (03.01.1915) და «წმ.გიორგის» IV ხარისხის ორდენით (02.06.1915)
«წმ.ვლადიმერის» IV ხარ. (მახვილებით და ბაფთით-1905),
«წმ.სტანისლავის» II (1909) და II (ბაფთით-1915)ხარ.,
«წმ.ანას» IV (მამაცობისათვის-1905) , III (მახვილებით და ბაფთით-1916) დამე- II (მახვილებით-1915 )ხარ.ორდენებით, და
«საპატიო ლეგიონის» ორდენით (საფრანგეთი).
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია