სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
სოლომონ ყარალაშვილი გაბრიელის ძე (1870-1924) საქართველოს გენერალი წარმ. ართანა თელავი

1870-1924 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ყარალაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

სოლომონ ყარალაშვილი გაბრიელის ძე (1870-1924) საქართველოს გენერალი წარმ. ართანა თელავი

ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე (2 აპრილი 1870-1924)  თავადი, გენერალ-მაიორი (1919). 


1900-1901 წლებში მონაწილეობდა ჩინეთის ლაშქრობაში. 1910-1911 წლებში კავკასიის მეფისნაცვლის ბეროფიცერია, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვედენოს ოკრუგის ხელმძღვანელი. პოლკოვნიკი (1916). დაჯილდოებული იყო წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1919). იყო ქალაქ ფოთის პორტისა და სარკინიგზო სადგურის უფროსი. ექვემდებარებოდა ფოთში დისლოცირებული შენაერთები და ჯავშანმატარებელი. 1924 წლებში ანტისაბჭოთა აჯანყების დროს იყო დასავლეთ საქართველოში მოქმედი აჯანყებული რაზმების ხელმძღვანელი. აჯანყების მარცხის შემდეგ შეიპყრეს და დახვრიტეს.

მიხეილ ბახტაძე


სოლომონ გაბრიელის-ძე ყარალაშვილი, თავადი
(02.04.1870-31.08.1924)
გენერალი (1919)
დაამთვრა ჩუგუევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
მონაწილეობდა (1900-1901) წლების ლაშქრობაში ჩინეთში. მსახურობდა კავკასიის I-ი საარმიო კორპუსის მეთაურის ადიუტანტად, შემდეგ იგივე თანამდებობაზე ციმბირის მე-3 საარმიო კორპუსში.
1910-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან სამხედრო-სახალხო სამმართველოში.
1911 წლიდან მსახურობდა თერგის მხარის ვედენოს ოლქის (ჩეჩნეთი) სამხედრო უფროსად.
ცნობილია იმით, რომ 1913 წელს, მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაჭერილი იქნა ცნობილი აბრაგი ზელიმხანი (ზელიმხან ხარაჩოელი), რისთვისაც მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება (06.12.1913).
1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ცხინვალის ლაშქრის უფროსი. იყო ფოთის პორტისა და სადგურის გენერალ-გუბერნატორი და ფოთში განლაგებული ჯარების და ჯავშან - მატარებლის უფროსი.
1924 წლის აჯანყების დროს ეკავა დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა. დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ.
დაჯილდოებული იყო
,,წმ.ანას,, მე-III (1905) და ,,წმ.სტანისლავის.. მე-II ხარ.(1908) ორდენებით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0