სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
არტემ ჯიჯიხია მურზაყანის ძე 1874-1938წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.კირცხი ჩხოროწყუ სამეგრელო Джиджихия Артемий Мурзаканович

1874-1938 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჯიჯიხია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

არტემ ჯიჯიხია მურზაყანის ძე 1874-1938წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.კირცხი ჩხოროწყუ სამეგრელო Джиджихия Артемий Мурзаканович

ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე (დ. - 2.I.1874 - გ. - 31.XII.1938) დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში.


Джиджихия Артемий Мурзаканович

პოდპორუჩიკი (1897). მსახურობდა მე-7 სარეზერვო ბატალიონში, ტაშკენტის I სარეზერვო ბატალიონში, თურქესტანის მე-2 მსროლელთა ბატალიონში. პორუჩიკი (1901). შტაბსკაპიტანი (1905). 1907 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია I თანრიგით. კაპიტანი (1907). 1907-1909 წლებში ასეულის მეთაური. 1909-1911 წლებში ქვეითი მე-6 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1911 წლიდან XV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი ადიუტანტი. პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ პრუსიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე. ჩავარდა ტყვედ, როდესაც კორპუსი ალყაში მოექცა. 1918 ტყვეობიდან გათავისუფლდა.




დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 იბრძოდა გაგრის ფრონტზე. საქართველო-სომხეთის ომში მონაწილეობდა პოლკოვნიკის ჩინით. 1919 იყო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსი. 1919-1921 წლებში იყო ჯერ სამხედრო სამინისტროს დავალებათა გენერალი, ხოლო შემდეგ - სახალხო გვარდიის სამმართველოს განყოფილების უფროსი. 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის რეზერვში მყოფ გვარდიის ბატალიონებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული გახდა, უკან დაეხია თბილისისკენ. 18-24 თებერვალს თბილისის დაცვის დროს იყო მარცხენა ფრთის (ორხევი-ლილო) სარდალი. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მის სექტორში მიმდინარეობდა 24 თებერვალს, თუმცა კრიტიკულ მომენტში რეზერვების სწორი გამოყენებით შეძლო მოწინააღმდეგის იერიშის მოგერიება და პოზიციების აღდგენა. ემიგრაციაში არ წასულა, გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა სამეგრელოში, თავის სოფელში. იყო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. დახვრიტეს.

მიხეილ ბახტაძე





ოჯახთან ერთად

არტემონ (არტემი) მურზაყანის-ძე ჯიჯიხია

(01.01.1874 – 31.12.1938)

გენერალ-მაიორი (1919)

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ  კირცხში.


დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია, ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი 1897 წელს და ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1907 წელს (1-ი თანრიგით). 

1893-1897 წლებში მსახურობდა 155-ე ყუბის ქვეით პოლკში;

1897-1907 წლებში მსახურობდა თურქესტანის მე-16 სახაზო მსროლელ ბატალიონში; 


1907-1909 წლებში მსახურობდა ხოჯენთის მე-2 სარეზერვო ბატალიონში; 

1909-1911 წლებში მსახურობდა მე-6 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად; 

1911-1914 წლებში მსახურობდა XV საარმიო კოპრუსის შტაბის უფროს ადიუტანტად. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 

არტემონ ჯიჯიხიას ჰქონდა მხედართმთავრისათვის აუცილებელი ყველა თვისება და სათანადოდაც იყენებდა მას როგორც I მსოფლიო ომში, ისე საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ომებში. იყო განსაკუთრებული სიმამაცის ადამიანიც. 


I მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს, ის წინასწარი განზრახვით, რუსეთის არმიის ლაშქრობისას აღმოსავლეთ პრუსიაში, კომუჩინის ტყეში, ტყვედ ჩაუვარდა მტერს და 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა  ტყვეობაში. ამ დროში მან დეტალურად შეისწავლა გერმანელთა სამხედრო საქმე და მათი სამხედრო საიდუმლოებები თავის სამხედრო შტაბში გადაგზავნა. სწორედ ჯიჯიხიას დამსახურებაა ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის წარმატება, რომელიც მთლიანად მიიწერა ალექსეი ბრუსილოვმა.

  არტემონ ჯიჯიხია ითვლებოდა თავდაცვითი ბრძოლის ოსტატად. ეს მან გამოავლინა 1919 წელს სომხეთთან ომში და ასევე 1921 წელს, როდესაც ტფილისთან ბრძოლებში წითელმა არმიამ ვერაფრით ვერ შეძლო მისი ფლანგის გარღვევა. 



მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით: 

„გენერალი ჯიჯიხია ზარბაზანთან იდგა ჭიქა ოჯალეშით ხელში და ომახიანად ამხნევებდა თავის სალდათებს, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის მომკვდარიყვნენ"

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ მე-4 პოლკის შტაბის უფროსად. ქართულ არმიაში მას პირდაპირ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა. 


1919-1921 წლებში იყო ჯერ დავალებათა გენერალი სამხედრო მინისტრთან, შემდეგ სახალხო გვარდიის სამმართველოს განყოფილების უფროსი. 

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ქვეყანა არ დაუტოვებია. ცხოვრობდა სამეგრელოში, მუშაობდა ზუგდიდის ტექნიკუმში. დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით. მისი გვარი ფიგურირებს 1938 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ 1-ი კატეგორიის დასახვრეტ პირთა სიაში. სიას ხელს აწერენ: სტალინი, მოლოტოვი და ჟდანოვი.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო «წმ.სტანისლავის»   III (1910) და «წმ.ანას»   III (1913) ხარ. ორდენებით.


с супругой Надеждой Николаевной

Джиджихия Артемий Мурзаканович

Страницу ведёт:

Тамара Ефремова

Тамара Ефремова

Дата рождения:

2 января 1874 г.

Дата смерти:

31 декабря 1938 г., на 65 году жизни

Социальный статус:

преподаватель Зугдидского педагогического техникума

Образование:

3 класса Тифлисской духовной семинарии (1893) и Тифлисское пехотное военное училище училище (1894-1896); окончил Николаевскую Академию Генштаба РИА, СПб. (1907)

Национальность:

грузин

Воинское звание:

бывший офицер царской и меньшевистской армий в чине генерала

Место рождения:

Грузия (ранее Грузинская ССР)

Место проживания:

Тбилиси (ранее до 1936 года — Тифлис), Грузия (ранее Грузинская ССР)

Дата ареста:

2 января 1938 г.

Арестован:

5-м отделом УГБ НКВД Грузинской ССР

Приговорен:

по т. н. "Списку лиц, предназначенных к осуждению ВК ВС СССР по 1-й категории (Грузинская ССР)" от 14.02.1938, подписанному Сталиным, Молотовым, Ждановым

Приговор:

к высшей мере наказания — расстрел


Надежды Флавитской

На фото сверху Артемий Джиджихия с супругой Надеждой Николаевной Флавитской, с дочерью Натальей (слева), сыном Алексеем (слева), с дочерью Татьяной внизу справа и внучкой Музой ( на руках).
Его супруга , сын и внучка ( на фото сверху)
Супруга Надежда Николаевна и дочери Наталья, Татьяна и Нина ( слева направо)

Алексей Джиджихия, младший сын Артемия Мурзановича Джиджихия, 1928 г. Сухуми. На предыдыщем фото 1929 г. Зугдиди
Супруга Надежда Николаевна Джиджихия (Флавитская)
На фото сверху Артемий Мурзаканович Джиджихия с супругой и сыном Алешей и бабушкой


Георгий Ефремов, правнук Артемия Мурзакановича,
У Артемия Мурзановича было четверо детей, и только одна его дочь Татьяна имела единственную дочь - мою Бабушку Музу Васильевну. Ее сын -  мой отец - Георгий Ефремов
Анастасия Георгиевна и Вера Георгиевна Ефремова, праправнучки
Вера Георгиевна Багдзявичене ( Ефремова), Праправнучка, предоставила информацию


მთავარი ფოტო მოგვაწოდა აკა ჯიჯიხია, ნათესავი




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 30.05.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0