Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

795      

ყველაწმინდა, სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ორ გუმბათოვანი ტაძარია
გურჯაანის ყველაწმინდა, ან უბრალოდ ყველაწმინდა — VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე.
VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყო განვითარების ახალი საფეხური, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. მას გარდამავალი ხანის ხელოვნება უწოდეს. ეს პერიოდი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებითა და ამ მრავალფეროვნებით გამოწვეული თავისებურებებით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ნიმუშებს გვაძლევს. გარდამავალ ხანაში ირღვევა არქიტექტურის კლასიკური ფორმები და იწყება ახალი გზების ძიება. ხშირად ერთმანეთს ერწყმის ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ტიპი. ამგვარი მოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გურჯაანის ყველაწმინდაა. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისაგან.
გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა.

200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმო, იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრებას აღადგენს. 1820-1822 წლებისთვის იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა გაბრიელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარ მამა იოსტოსისთან (ერისკაცობაში თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის, აბრაამ დემუროვსა და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისაკენ. მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს.


მონასტერი კვლავ დაცარიელდა დაახლოებით 1845 წელს, როცა აქაური ბერები ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში, ხატი კი გურჯაანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ხატს მიაბრძანებდნენ კახთუბნის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.