სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან
ბმულის კოპირება



გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

აბაათა VI საუკუნე, გაგრა, აფხაზეთი saunje.ge სგან

აბაათას ეკლესია მდებარეობს აფხაზეთში, ძველი გაგრის მიდამოებში, გაგრის (აბაათას) ციხის ტერიტორიაზე... ციხის გალავანი და კოშკი კარგადაა შენახული. შუა საუკუნეებში ეს ციხე კეტავდა მდინარეების გაგრიფშასა და ჟოაკვარას ხეობას და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზებს. საუკუნეების მანძილზე ციხე-კოშკი არაერთხელ დანგრეულა და განახლებულა. მეოცე საუკუნის დასაწყისში პრინც ოლდენბურგის ბრძანებით ციხის კედლის ნაწილი დაანგრიეს და შიგნით ააშენეს სასტუმრო, ზღვისკენ გამავალი გალავნის ნაწილი კი ჩაიშალა ზღვის ტალღების ზემოქმედებით.

ციხის შიგნით მდებარეობს VI საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სამეკლესიანი ბაზილიკა. ეკლესია აგებულია თლილი ქვით, გეგმაში რთულია - შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. ნავები ერთმანეთს კარებებით უკავშირდებიან, რომლებიც გამჭოლად ნაწილდებიან სამივე ეკლესიის განივი ღერძის მთელ არეზე. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი აქვს მიდგმული, ერთადერთი საპარადო შესასვლელით. აქედან, სამივე ნავს დასავლეთის მხრიდან დამოუკიდებელი კარებები აქვს. აფხაზეთში ასეთი ტიპის - სამეკლესიანი ბაზილიკის შვერილით გამოხატული საკურთხევლის აფსიდიანი ნაგებობა ერთადერთ მაგალითს შეადგენს. ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეს ბაზილიკა უძველესია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძველი გაგრის ტერიტორიაზე. გაგრის  ეკლესია არ გამოირჩევა  მხატვრული ღირებულებებით, ფორმები და სტრუქტურა მარტივია, ადრეული პერიოდის სამეკლესიანი ბაზილიკების ტიპისაა. მის სიძველეზე მიუთითებს  ქვათა წყობა და ადრექრისტიანული სტილი.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილია წრეში ჩახატული - რელიეფური ჯვარი, რომლის ანალოგსაც ვხვდებით ბოლნისის სიონზე და მცხეთის ჯვარზე, დამახასიათებელს ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის..

ამჟამად ეკლესია არ ფუნქციონირებს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0