სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VII ს მარტვილი სამეგრელო გრიგოლ ბასილაია სგან მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VII ს მარტვილი სამეგრელო გრიგოლ ბასილაია სგან მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VII ს მარტვილი სამეგრელო გრიგოლ ბასილაია სგან მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VII ს მარტვილი სამეგრელო გრიგოლ ბასილაია სგან

999      

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VII ს მარტვილი სამეგრელო გრიგოლ ბასილაია სგან

მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში (დაბა გეგეჭკორში - სსრკ-ს დროს). სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძველი დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა). X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).




ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს სოფ.ბირკიანი ახმეტა კახეთი

3 0


ტბეთის მონასტერი X-XVI საუკუნე ართვინი ტაოკლარჯეთი

13 0


გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი

5 0


ოთხთა X საუკუნე მართმადიდებლური ტაძარი სოფ. თექალდე ართვინი ტაო კლარჯეთი თურქეთი

9 0


თავკავთა წმ. გიორგის ეკლესიით და ციხესიმაგრით დახ. X საუკუნიდან გზა სოფ. წინარეხი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

21 0


იდლეთის იოანე ნათლიმცემლის ეკლესია VI საუკუნე სოფ. იდლეთი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

12 0


სანაგირე X-XI წმ. გიორგის ტაძარი სოფ. ვაზისუბანი გურჯაანი კახეთი აბესალომ ტურაშვილი სგან

4 0


ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

1 0


ახიზა V საუკუნე ციხე ქალაქი კლარჯეთი

1 0


კვეტერა VIII საუკუნე ციხე ქალაქი ახმეტა, კახეთი

9 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან

15 0


წმიდა გიორგის ვარდისუბნის ტაძრის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა, შუა საუკუნეები, ვარდისუბანი , თელავი, კახეთი

12 0


ვახტანგ გორგასალი მეფე მეტეხი 1959 წელი ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

8 0


კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

10 0


ქართვლის დედა 1958 წელი ხის ქანდაკება ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

5 0


სოფელი გურჯაანი წმიდა გიორგის(ქაშუეთის) ტაძარი XVIII საუკუნე სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

13 0


ლექეთი(ლექართი) წმიდა ნინოს ტაძარი უფრო V-Vi საუკუნე, ლექეთი(ლექართი), კახი, საინგილო, აზერბეიჯანი

10 0


დათუნას ეკლესია X-XI საუკუნე, სოფელი დათუნა, შამილის რ-ნი, დაღესტანი, რუსეთი

8 0


ქვემო არხიზი IX-XI საუკუნე,წმიდა ნიკოლოზი, სამება ტაძრები კარაჩავო-ჩერქეზეთი, რუსეთი.

17 0


ზეგანის(ზაქის) ეკლესია, აკირაზი(ზარაბუკი), პოსოფი, ტაოკლარჯეთი, თურქეთი ფოტო 1902 წელი

4 0


კულტურული მემკვიდრეობა


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0