სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
თედო სახოკია 1868-1956წწ ეთნოლოგი, მწერალი, დაბ. ხეთა, ხობი, სამეგრელო

1868-1956 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი სახოკია სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

თედო სახოკია 1868-1956წწ ეთნოლოგი, მწერალი, დაბ. ხეთა, ხობი, სამეგრელო

თედო სახოკია (1868-1956) დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში.


 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისთვის. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.  1888 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობა, ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" დაიწყო. 1900 წელს შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში. 1901 წლიდან თანამშრომლობდა რომში მიხეილ თამარაშვილთან. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის "საქართველოს" თანარედაქტორი. თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "სახალხო გაზეთი", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზ"), განსაკუთრებით კი – "ცნობის ფურცელსა" და "მოამბეში", რომლებისთვისაც პარიზიდან აგზავნიდა წერილებს. 1906 წელს რევოლუციონერების დასახმარებლად საქართველოში უცხოეთიდან იარაღის ჩამოტანის გამო დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს. 1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. მან შეკრიბა ქართული ანდაზები(გამოქვეყნდა 1967) და ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი (ტ. I-III, 1950-1955).



წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.322

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0