სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ელენე სალარიძე 1953წ  მწერალი, ჟურნალისტი, სოფ. ზეინდარი, ვანი, იმერეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი სალარიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ელენე სალარიძე 1953წ მწერალი, ჟურნალისტი, სოფ. ზეინდარი, ვანი, იმერეთი

ელენე სალარიძე (1953) ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1977 წელს.


1977 წლიდან მუშაობდა რაიონულ გაზეთ "ახალ მარნეულში" კორესპონდენტად; 1979 წლიდან ჰოლდინგურ კომპანია "სამთო ქიმიაში" ამავე სახელწოდების მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, პრეზიდენტის თანაშემწედ; 2000 წლიდან გაზეთ "კვირის პალიტრაში" მთავარი რედაქტორის თანაშემწედ, სტილისტ-რედაქტორად; 2011 წლიდან მუშაობს ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის "ისტორიანის" სტილისტ-რედაქტორად და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" რედაქტორად; არის "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული ასზე მეტი წიგნის რედაქტორი. მათ შორის ისეთი სერიების წიგნებისა, როგორებიცაა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიო", "პალიტრა კლასიკა"; ასევე რედაქტორია ცალკეული წიგნების, მათ შორის: გიორგი კალანდიას "სამი ქართული ამბავი"; Toresa Mossy-ს (ვახტანგ მოსიაშვილის) "სიბრძნე სიცრუისა"; ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" ორ წიგნად (ილია აგლაძის და არისტო ჭუმბაძის თარგმანი); მამა ადამის "სოხუმის ქუჩაზე" (ლექსები) და "იმიტომ,  რომ სახლია შენი!" (პროზაული ტექსტები). მისი პუბლიკაციები (ნარკვევები, რეპორტაჟები, ინტერვიუები) პერიოდულად ქვეყნდებოდა თანადროულ რესპუბლიკურ პრესაში, მათ შორის გაზეთებში: "ახალგაზრდა კომუნისტი", "თბილისი", "კვირის პალიტრა", ასევე ჟურნალებში: "გზა", "რეიტინგი", "ისტორიანი". ლიტერატურული გადაცემები მიჰყავდა საქართველოს რადიოში. არის რვა წიგნის ავტორი (რომანები, პროზაული ტექსტები). ეს ტექსტები წიგნებად გამოცემამდე იბეჭდებოდა  ჟურნალებში "რეიტინგი" და "ოჯახის მკურნალი". არის მრავალი საბავშვო ლექსის ავტორი (ელენე სალარიძე – საბავშვო ლექსების ავტორები – kids.ge). გამოსაცემად მომზადებული აქვს საბავშვო ლექსებისა და ლიტერატურული ესსების კრებული.


ბიბლიოგრაფია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0