სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იოანე საბანისძე (VIII) მწერალი, ქართლი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი საბანისძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

იოანე საბანისძე (VIII) მწერალი, ქართლი

VIII საუკუნის ქართველი მწერალიჰაგიოგრაფი, ავტორიაბო თბილელის წამებისა“, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობაქრისტიანობისათვის მისი თავდადება.



აბო არაბეთიდან ქართლში გამოჰყვა ნერსე ერისთავს, აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანოდა და მიიღო ქრისტიანობაარაბებმა რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს 786 წელს. აბოს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდაქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იგი. ქართლის კათალიკოსმა სამოელმა (780-790) საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანისძემ ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი შექმნა (786-790), თხზულების წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123).


აბო თბილელის წამებაძველი ქართული პროზის შესანიშნავი ძეგლია. იგი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით არის დაწერილი და 4 თავისაგან შედგება. I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე, II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. IV თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო.

იოანე საბანისძეს ეროვნული თვითმყოფის შენარჩუნების ძირითად საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დაცვა მიაჩნია. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობის გასაღვივებლად. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის. იოანე საბანისძესთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერის სახით. პირველად გამოსცა . საბინინმა (1882), მეორედ — . კეკელიძემ (1935), რომელმაც თხზულება თარგმნა რუსულად (1956). გერმანულად თარგმნა შულცემ (1905), ლათინურად — პეეტერსმა (1934).


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 191

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0