სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10497

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ვიქტორ რცხილაძე  1941წ. ქართველი დისიდენტი, თეოლოგი, ისტორიკოსი წარმ. სოფ. ახალსოფელი ყვარელი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი რცხილაძე სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ვიქტორ რცხილაძე 1941წ. ქართველი დისიდენტი, თეოლოგი, ისტორიკოსი წარმ. სოფ. ახალსოფელი ყვარელი

ვიქტორ რცხილაძე (1941) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.



ქართველი დისიდენტი, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად დისიდენტური მოძრაობის ახალი ტალღის მოთავე. 1966-1970წწ. იყო ისტორიის მასწავლებელი სკოლაში; 1970-1975წწ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს განყოფილების გამგე; 1975-1976წწ. "ადამიანის უფლებათა დაცვისა" და "ჰელსინკის ჯგუფის"ერთ-ერთი დამაარსებელი, რის გამოც გადაასახლეს ყაზახეთში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მუშაობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად. ამავე დროს მოღვაწეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჟურნალში "საღვთისმეტყველო კრებული", რომელშიც 1982 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებს რელიგიის ფსიქოლოგიისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ.  1988-1990წწ. მერაბ კოსტავასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ძველი ჭეშმარიტი". 1990-1991წწ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიწვევით, იგი თეოლოგიის ისტორიაში კითხულობს ლექციებს. 1992 წლიდან პირველი პარლამენტის შექმნამდე ყოფილი დისიდენტი სახელმწიფო საბჭოს წევრი ხდება. დღეს მის მიერვე დაარსებული ჟურნალის, "რელიგიის", რედაქტორია. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 283




ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "წმ. დავით აღმაშენებლის ქართველ ქრისტიანთა კავშირი", თავმჯდომარე
  • საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაცია, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0