სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გივი ორჯონიკიძე 1929-84წწ  კრიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი წარმ. სოფ. ღორეშა ხარაგაული

1929-1984 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ორჯონიკიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გივი ორჯონიკიძე 1929-84წწ კრიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი წარმ. სოფ. ღორეშა ხარაგაული

გივი ორჯონიკიძე (დ. 9 ივნისი 1929თბილისი — გ. 17 მაისი1984მოსკოვი) — ქართველი მუსიკის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1974-1984).[1] საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ასაფიევის სახელობის საკავშირო (1984) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (1988) პრემიების ლაურეატი. გივი ორჯონიკიძე დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. გივი ორჯონიკიძის ხსოვნას ეძღვნება გია ყანჩელის ლიტურგია „ქარით დატირებული“.



გივი ორჯონიკიძე დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1955–1968წწ. ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(1963 წლიდან დოცენტი); 1968 წლიდან იყო საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; დაწერილი აქვს: წიგნები – "ა. მაჭავარიანის ოტელო"(1958, "Музгиз" მოსკოვი), "ა. ბალანჩივაძე"(1959, "Музгиз" მოსკოვი), "ს. პროკოფიევის საფორტეპიანო სონატები"(1962, "Музгиз" მოსკოვი), "ვერდის ოპერები შექსპირის სიუჟეტებზე"(1967, "Музгиз" მოსკოვი), "ა. ბალანჩივაძე, ნარკვევი ცხოვრებასა და შემოქმედებაზე"(1967, "ლიტერატურა და ხელოვნება" თბილისი); ნაშრომები კრებულებად – "რევაზ ლაღიძე"(1956), "ა. ბალანჩივაძის III საფორტეპიანო კონცერტი"(1956), "ს. პროკოფიევის რომეო და ჯულიეტა"(1962), "ნაციონალური სტილის დინამიკაზე"(1973), "რ. შტრაუსი"(1977, წიგნში "XX საუკუნის მუსიკა"), "რ. შტრაუსის "სალომეა" და "ელექტრა"(1984, წიგნში "მუსიკალური თანამედროვეობა"); სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში; ლიტერატურული ნაშრომები. საზოგადო მოღვაწე, მუსიკის კრიტიკოსი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.


საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ანდრია ბალანჩივაძე", დაიცვა 1959 წელს.  

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 304

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1954-1984)
  • საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს იუნესკოს იურიდიული კომისია, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, პირველი მდივანი (1973-1984)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1979-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ბ. ვ. ასაფიევის სახელობის საკავშირო კონკურსი, პირველი პრემია

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0