სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნარიმან ნარიმანოვი 1871- 1925წწ   მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი   დაბ. თბილისი

1871-1925 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნარიმანოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ნარიმან ნარიმანოვი 1871- 1925წწ მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი დაბ. თბილისი

ნარიმან ნარიმანოვი დაიბადა 1871 წელს  ქალაქ თბილისში. დაამთავრა გორის სამასწავლებლო სასულიერო სემინარია 1890 წელს; ნოვოროსიის უნივერსიტეტი (ოდესა) 1908 წელს.



იყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის "ჰუმეთის" ერთ-ერთი ორგანიზატორი; ეწეოდა პუბლიცისტურ მუშაობას; აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა რსდმპ პროგრამა. 1909 წელს დააპატიმრეს და ასტრახანში გაასახლეს. 1918 წელს ბაქოს სახკომსაბჭოს შექმნის შემდეგ, საქალაქო მეურნეობის სახკომი; 1919 წელს ვ. ი. ლენინის წინადადებით მოსკოვში გადაიყვანეს სამუშოდ; მუშაობდა რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ, შემდეგ ეროვნებათა საქმეების სახკომის მოადგილედ; 1920 წელს იყო აზერბაიჯანის სამხედრო რევკომის თავმჯდომარე, შემდეგ აზერბაიჯანის სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, სსრკ ცაკ-ის ერთ-ერთი თავმჯდომარე; რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს, პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. რკპ(ბ) XII და XIII ყრილობების დელეგატი, რომელზეც იგი აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრობის კანდიდატად. იგი იყო აზერბაიჯანში პირველი სახ. ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელი; რუსული და აზერბაიჯანული ენების სახელმძღვანელოების ავტორი და სხვ. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებში. იყო დრამატურგი და რომანისტი. მისი შემოქმედება რეალისტურია, მიმართულია აღმოსავლეთ ფეოდალური დესპოტიზმის, რელიგიის, ფანატიზმისა და ჩამორჩენილობის წინააღდეგ. ავტორია დრამისა "უმეცრები" (1894), კომედიისა "შამდანბეი" (1895), აზერბაიჯანულ ლიტერატურაში პირველი ისტორიული ტრაგედიისა "ნადირ-შაჰი" (1899), რომანისა "ბიჰადურ და სონა" (1896), მოგონებებისა ვ.ი. ლენინიზე. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.320

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0