სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
თენგიზ ეპიტაშვილი ვასილის ძე 1935-2003წწ საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი

1935-2003 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ეპიტაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

66       ბეჭდვა

თენგიზ ეპიტაშვილი ვასილის ძე 1935-2003წწ საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი

ეპიტაშვილი თენგიზ ვასილის ძე (30 აგვისტო, 1935-2003) გენერალ-მაიორი (1995), სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1977).  დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1957 წელს; მოსკოვის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.


1957-1972წწ. მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1983წწ. იმყოფებოდა ავღანეთში საბჭოთა მთავრობის სპეცდავალებების შესასრულებლად (პოლკოვნიკი); 1988-1993წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის კომენდანტი, 1993-1997წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია 4 ორდენით და 16 მედლით. სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი (1977), გენერალ-მაიორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ. 29


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1996 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

სსრკ საპატიო მესაზღვრე

გენერალ-მაიორ თენგიზ ეპიტაშვილის მოგონებიდან:

- "პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ყანდაღართან დგას მარმარილოს სვეტი წარწერით: "მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე - ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება. ესენი იყვნენ - ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი და გურჯი გიორგი. იქვე ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავებია.

…ავღანეთის ომის დროს დიდხანს ვიბრძოდი ყანდაღარის ჭიშკართან. მოწინააღმდეგეც შესაფერისი მყავდა – მოლა მოჰამედ ომარი – სოფლის მოლა, რომელიც მოგვიანებით მრისხანე საველე მეთაური გახდა. 10 წელიწადს გვეომებოდა, ომარის ხელმძღვანელობით მოჯაჰედები. გააფთრებული გვებრძოდნენ. თითქმის ყველა აული, ყველა სახლი ციხე-სიმაგრედ იყო გადაქცეული. ჩემს გაოცებას დღესაც იწვევს ის, ამ სამხედროწვრთნაგაუვლელ, ფეხშიშველა ხალხს საიდან ჰქონდა ამხელა გამოცდილება. აქვე შევიტყვე გიორგი მეთერთმეტეს საფლავის არსებობის შესახებ და მოსვენება დავკარგე. 

ბრწყინვალე მეფის, სწორუპოვარი მეომრის ბედი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას შევადარე და აღმოვაჩინე… რომ იყო რაღაც, რაც გვაერთიანებდა. დიდებული მხედართმთავარი, ისიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ იბრძოდა უცხო მხარეში. განგებამ ინება, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩენილიყო როგორც ტრიუმფალური ქართლის მეფე, რომლის გამარჯვებასაც დამარცხებულმა ავღანელმა ხალხმა მარადიული ძეგლი აუგო.

დიდი სურვილი მკლავდა, მუხლი მომეყარა გურჯი გიორგის სახელით დამშვენებული სვეტისა და საფლავის წინაშე, მაგრამ ვერ ვიღებდით ყანდაგარს, ვერაფრით წავიწიეთ წინ, თითქმის ერთ ადგილს ვტკეპნიდით. ჩემში ისე იძალა სურვილმა, რომ ბიჭებს წყაროს წყალზე ჩამოსული ავღანელი გლეხი დავაჭერინე და მოჯაჰედების მეთაურს მისი პირით შევუთვალე – მე, გურჯ პოლკოვნიკს, გურჯი გიორგის თანამემამულეს, სურვილი მაქვს, ჩემი დიდი წინაპრის საფლავს ვცე თაყვანი და, თუ ნებას დამრთავთ, ხვალ 3 საათზე უიარაღოდ მარტო გამოვალ-მეთქი. არავითარ გარანტიას არ გთხოვთ, მეომრის სიტყვის გარდა. იცოდეთ, მეც თქვენსავით პატარა ქვეყნის შვილი ვარ-მეთქი.

შუაღამისას დაბრუნდა შუამავალი. შემომითვალეს, რომ მათ უფრო მეტი იცოდნენ გურჯი პოლკოვნიკის შესახებ, ვიდრე მე მეგონა. რიტუალის შემსრულებელი კაცი მათთვის წმიდათაწმიდა იყო და მოსისხლეც რომ ყოფილიყო, არაფერს დაუშავებდნენ. უფლება დამრთეს – მოვიდეს, მუხლი მოიყაროს თავისი დიდი პაპის წინაშე, ჩვენ ჩვენი მხრივ დერეფანს გავუკეთებთ, რომ ვინმე მოჯაჰედს შემთხვევით იარაღი არ გაუვარდესო.

მოდი და ნუ გადაირევი ამ ამბის შემტყობი. ბოლოს და ბოლოს ვინ ვიყავი მე მათთვის? – საბჭოთა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი დახელოვნებული მკვლელი, რომელსაც მათთვის ზიანის მეტი არაფერი მომიტანია, მაგრამ ხმები მომივიდა (დაზვერვა იქაც კარგად მუშაობს და – თითო გამყიდველი ყველგან მოიძებნება), მათ იცოდნენ ჩემი ჩამომავლობის – გურჯობის შესახებ და ჩემს სახელს რაღაცნაირი პატივისცემითაც კი მოიხსენიებდნენ. ყოველივე ეს მაკვირვებდა. იცით, რატომ? რა კარგს მე ვუკეთებდი ამ უწყინარ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს – დღისით, მზისით, თავს ვესხმოდი და ვანადგურებდი. მინდა ჩემ სასარგებლოდაც ვთქვა ერთი რამ: ბრძანება მქონდა გაცემული – ლოცვების დაწყებისთანავე ჩვენებს შეეწყვიტათ სროლა. ამ ბრძანებას ასრულებდა ყველა, ვინც ჩემ დაქვემდებარებაში იყო. ამის შესახებ იცოდნენ მოჯაჰედებმა და ამას დიდ ადამიანურობად და ჩემგან უდიდეს პატივისცემად მიიჩნევდნენ. 

დათქმულ დროს უიარაღოდ, შილიფად ჩაცმული წავედი. თეთრი კვართის მსგავსი მოსასხამი მოვიცვი. ეგ იყო, საბჭოთა ოფიცრის ქუდი მაინც მეხურა. ხელები წელზე შემოვიწყვე და ხანდახან ნაბიჯს ვანელებდი, რომ კარგად შემათვალიერონ. თუმცა მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ უიარაღოდ ვიყავი. 

ჩემ „ზონას“ რომ გადავცილდი, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. მაგრამ იმ წუთს ამ სრულიად ადამიანურ შიშს, რომელიც თავისდაუნებურად დამეუფლა, „მოქიშპე“ გამოუჩნდა – ჩემ არსებაში გაღვიძებული საოცარი გრძნობა: მე ხომ ქართველი ვიყავი და თანაც გიორგი მეთერთმეტის ნაკვალევზე მიმავალი...

ყოველ ოც მეტრში თეთრად თავყბაახვეული მოჯაჰედები იდგნენ, მათ ახლოს ჩავლისას ვხედავდი, ყველა მათგანი როგორი გაფართოებული თვალებით მიღიმოდა. როგორც იქნა, მივაღწიე ნანატრ ადგილამდე, მოწიწებით ვემთხვიე გრანდიოზულ სტელას, რომელზეც ავღანურ ენაზე შესრულებული ისტორიული სიტყვები ამოვიკითხე. რამდენიმე წუთი ხელი იმ ადგილზე მედო, სადაც „გურჯი გიორგი“ იყო ამოტვიფრული. მერე მისი საფლავის წინაშე მოვიყარე მუხლი. კარგა ხანს ვიყავი ასე მუხლმოყრილი. როცა წამოვდექი, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და იქვე საკუთარ თავს გამოვუტყდი: ახლა რომც ესროლათ, აღარ ვინანებდი, რადგან მე ხომ ჩემი მისია შევასრულე. 

სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, ირგვლივ მიმოვიხედე. საოცარი იყო, ორიოდე მოჯაჰედი „მცველის“ გარდა ირგვლივ ვეღარავინ დავინახე. მადლიერების ნიშნად ორივე ხელი ზეაღვმართე. მოულოდნელად იქვე, დაახლოებით 50 მეტრში „შავი შაშხანის“ (ამერიკული M-16) სროლის ხმა გაისმა. დავიბენი, არ შემეშინდა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილია, მაგრამ თავს შევუძახე, შიში არ შეგამჩნიონ, გიორგი მეთერთმეტის შთამომავალს არ გეკადრება-მეთქი და წელში უფრო გავიმართე. 

გაუგებრობა სწრაფად გაირკვა: თურმე, ჩემ მიერ გადადგმული სწორედ ამ გაბედული ნაბიჯის პატივსაცემად ისროლეს ჰაერში. ცოცხალ დერეფანში ჩამწკრივებულ მოჯაჰედებს გავუსწორდებოდი თუ არა, სამხედრო წესის თანახმად, მხრიდან შაშხანას იხსნიდნენ, ჰაერში ისროდნენ, შემდეგ კვლავ მხარზე იკიდებდნენ, თეთრ კბილებს მიელვებდნენ და გზას ხელით მიჩვენებდნენ – მიბრძანდითო.

უზომოდ გახარებული და სიცხისგან თუ განსაცდელისგან ოფლში გაღვარული დავბრუნდი ჩემ ბლინდაჟში. მეორე დღეს კი საომარი მოქმედებები, საუბედუროდ, კვლავ გაგრძელდა. ერთი თვე დამჭირდა, რათა ყანდაგარი ამეღო. ხატზე შემიძლია დავიფიცო, ქორივით ვედექი ჯარისკაცებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობათაგან არავინ გაეძარცვათ ან გაეუპატიურებინათ. თუმცა, თითო-ოროლა შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი. რას ვიზამთ, ომი მაინც ომია. ასეთი „უსიამოვნებები“ ყოველთვის თან ახლავს“.


რუსეთის უშიშროების არქივებში დაცული მასალები ჩვენი ისტორიის შესახებ-გენერალ თენგიზ ეპიტაშვილის ინტერვიუ.

,,როდესაც დისერტაციას ვიცავდი , უშიშროების ერთ ერთ დახურულ ობიექტზე,სადაც მასალებს ვეცნობოდი, საქართველოს ისტორიასაც გადავავლე თვალი,-ჭეშმარიტ ისტორიას ,რომელიც არათუ ხალხში არამედ უმაღლეს ეშელონებშიც კი ბევრმა არ იცის, - უნდათ გურულებს, იმერლებს,კახელებს,  რაჭველებს თუ არ უნდათ, ჩვენი წინაპრები მეგრელები და სვანები არიან. ეს ყველამ უნდა იცოდეს. ჩვენი ფესვები იქედან მოდის , ქართული სახემწიფოებრიობაც იქედან დაიწყო. ჩვენ კი ამ კუთხის განადგურება მოვინდომეთ, რასაც ღმერთი არ გვაპატიებს, რადგან ეს იყო დანაშაული საკუთარი ერისა და ისტორიის წინაშე" 

     - გენერალი თენგის ეპიტაშვილი

     - გაზ,,ასავალ დასავალი" 2-8 /N10(186) 1998წ.

გენერალ ეპიტაშვილის მოკლე ბიოგრაფია 

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1957 წელს; მოსკოვის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

1957-1972წწ. მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1983წწ. იმყოფებოდა ავღანეთში საბჭოთა მთავრობის სპეცდავალებების შესასრულებლად(პოლკოვნიკი); 1988-1993წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის კომენდანტი, 1993-1997წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია 4 ორდენით და 16 მედლით. სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი(1977), გენერალ-მაიორი(1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ. 29


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0