სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვლადიმერ იმნაძე 1954წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი იმნაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ვლადიმერ იმნაძე 1954წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი

იმნაძე ვლადიმერ გურამის ძე (27 დეკემბერი 1954)  ბრიგადის გენერალი (2003). დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელი 1976 წელს; უმაღლესი საარტილერიო აკადემია 1986 წელს; სტრატეგიულ სწავლებათა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი უსაფრთხოების კვლევათა ჯ. მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი 2001 წელს.


1976-1977 წწ. იყო საარტილერიო ბატარეის მართვის ოცეულის მეთაური; 1977-1979 წწ. თვითმავალი საარტილერიო დივიზიონის დაზვერვის უფროსი; 1979-1980 წწ. თვითმავალი საარტილერიო ბატარეის მეთაური; 1980-1983 წწ. თვითმავალი საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსი; 1983-1986 წწ. უმაღლესი სამხედრო საარტილერიო აკადემიის მსმენელი; 1986-1987 წწ. ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მეთაური; 1987-1990 წწ. თვითმავალი საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსი; 1990-1991 წწ. საქართველოს სამოქალაქო თავდაცვა; 1991-1992 წწ. დაზვერვისა და ეროვნული უშიშროების სამმართველოს საჯარისო დაზვერვის განყოფილების უფროსი; 1992-1993 წწ. საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი;


1993-1996 წწ. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1996-1998 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი; 1998-1999 წწ. სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 1999-2000 წწ. გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2000-2001 წწ. დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლის პირველი მოადგილე; 2001-2002 წწ. სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი; 2002 წელს სახმელეთო ჯარების სარდალი; 2002-2003 წწ. გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი; 2003 წელს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 წელს საქართველოს გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობისა და სამობილიზაციო დეპარტამენტის უფროსი; 2004-2005 წწ. საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე; 2005 წლიდან თადარიგშია; 2013-2016 წწ. სსიპ "დელტას" კონსულტანტის ასისტენტი; 2016 წელს სსიპპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; 2016 წლიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი. გენერალი. მიღებული აქვს "სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი".

წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: veterans.gov.ge


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ვლადიმერ გურამის-ძე იმნაძე

(დ.27.12.1954)

ბრიგადის გენერალი (05.03.2003)

დაიბადა ქ.ბათუმში.

1972-1976 წწ. სწავლობდა თბილისის უმაღლეს სამეთაურო საარტილერიო

სასწავლებელში,

1983-1986 წწ. - სწავლობდა უმაღლეს საარტილერიო აკადემიაში.

1976-1991 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში სხვადასხვა თანამდებობებზე,

ბოლო წოდება საბჭოთ აარმიაში -პოდპოლკოვნიკი (1990).

1991 -2005 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში.

42

1993 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1998 -1999 წწ. მსახურობდა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსად;

1999-2000 წწ. - მსახურობდა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების

სარდლის პირველ მოადგილედ;

2001-2002 წლებში -მსახურობდა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსად;

2002 წელს - მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლად;

2002-2003 წწ. - მსახურობდა გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის

უფროსად;

2003 წელს - მსახურობდა გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად;

2004 წელს მსახურობდა გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობისა და სამობილიზაციო

დეპარტამენტის უფროსად.

2004-2005 წწ. მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის 1-ლ

მოადგილედ.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისათვის

წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. არის ომისა და სამხედრო ძალების

ვეტერანი.

ამჟამად მუშაობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად.

დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის,, მე-III ხარისხის (2002) ორდენით და

მედლებით: „მხედრული მამაცობისათვის“; „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

„სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების,, I-ი ხარისხის ნიშნით.

ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. არჩეულია საქართველოს სამხედრო

ისტორიის საზოგადოების საპატიო წევრად (2019).




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0