ტაძრის კურთხევა
8 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზოვრეთის ცენტრში ძველი ნატაძრალის ადგილზე ახლად აგებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. ტაძრის ქტიტორები არიან: გელა კვეტენაძე და ძმები –– მიხეილ და იაკობ კვეტენაძეები. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია). კურთხევას ასევე დაესწრო საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდან გახლავთ. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი იმნაძე დაინიშნა,
აღკვეცა
13 აპრილს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა ზედა საქარის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი იმნაძე და სახელად ადამი
უწოდა.
დაჯილდოება
21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება:
გამშვენებული ჯვრით –-– საქარის (გულბანდიანის) წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ადამი (იმნაძე);
ტაძრის კურთხევა
18 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. საზანოს მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის განახლებული ეკლესია, რომელშიც იღუმენი ადამი (იმნაძე) იმსახურებს. ტაძრის ქტიტორია მწერალი ელგუჯა თავბერიძე.
დაჯილდოება
19 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარე- სის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა სოფ. ზედა საქარის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ადამ (იმნაძე), ხოლო ზესტაფონის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ნიკოლოზ კაპანაძე, აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

იმნაძე ადამ არქიმანდრიტი, სოფელ ზედა საქარის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი. 2019წ.