სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კობა კობალაძე 1969წ. საქართველოს გენერალი  დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კობალაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

კობა კობალაძე 1969წ. საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი

ჰყავს 5 შვილი

კობალაძე კობა თენგიზის ძე (7 ივლისი 1969) გენერალ-მაიორი (2001), „ვახტანგ გორგასლის” I, II, III ხარისხის ორდენები (2002). დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.



დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო  სადესანტო სასწავლებელი 1996 წელს1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.


1986-1987წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.



კობალაძეები სახლობენ: 

ქართლში- აგარა, გვერდისუბანი, გორი, სურამი, ტეზერი, ქარელი

აჭარაში – ადლია, ალამბარი, აჭყვა, ახალშენი, ბათუმი, ვარშალომიძეები, თხილნარი, კახაბერი, კიბე, ლეღვა, მახინჯაური, მეჯინისწყალი, მუხაესტატე, ნაკაიძეები, ნამლისევი, ორთაბათუმი, სალიბაური, სამება, სახალვაშო, ურეხი, უჩხითი, ფერია, ქობულეთი, ქოსოფელი, ჩაისუბანი, ჩაქვი, ცხრაფონა, წანკალაური, წინსვლა, წყავროკა, ხელვაჩაური, ხუცუბანი

კობალაძე კობა თენგიზის ძე  წარმომავლობა ვერ მოვიძიეთ

წყარო: http://parliament.ge/ge/mp/5665

          http://41.ge/majoritarians?majoritarians_id=14


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გენერალთა კლუბი" , ერთ-ერთი დამფუძნებელი (2008-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამშობლოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • მედალი "სამხედრო მამაცობისთვის"

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0