სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ანდრო კობალაძე 1920-1984წწ  მსახიობი.დაბ.  იმერეთი, ვანი, ფერეთი.

1920-1984 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კობალაძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ანდრო კობალაძე 1920-1984წწ მსახიობი.დაბ. იმერეთი, ვანი, ფერეთი.

ანდრო კობალაძე ( 15 მარტი 1920-1984) მსახიობი.


დაბადების ადგილი: სოფელი ფერეთი, ვანის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა 1937 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1941 წელს.


სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა რუსთაველის (1938-1941, 1945-1948), ქუთაისის (1941-1945), თეატრებში. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ სხვადასხვა თეატრებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი", გრ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), ერეკლე, საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") კოტე, ზაქარია (ა. ცაგარლის "ხანუმა"). დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სევასტი, მეფე (პ. კიკაბიძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კახაბერის ხმალი"), ბატონიშვილი თევდორე (კ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ბენვილიო, საფრანგეთის მეფე, კეისარ პრინცი ორსინო, ჰერცოგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეფე ლირი", "ანტონიოს და კლეოპატრა", "მეთორმეტე ღამე"), ლაბინსკი (ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), ანდრო ვაშაძე (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), თეიმურაზ ბატონიშვილი (ალ. ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი"), ბარათაშვილი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"),


ოთარი (გ. მდივნის "ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ"), თენგიზი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მურთაზი (ს. კლდიაშვილის "ნაირმალი"), არჩილი (კ. კალაძის "ერთი ღამის კომედია"), შოთა კევლიშვილი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), გასტონი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ზურაბ შევარდნაძე (რ. ებრალიძის "ნანა"), აბელ ტალიაშვილი (ვ. გაბესკირიას "ახალწლის ღამე"), გოჩა მინდელი (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), სამსონი (ჯ. ქარჩხაძის დევიძების ოჯახი"), ეგოსი (ევრიპიდეს "მედეა"), კვინდო ბარეცი (ედუარდი დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), იოსები (გ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), თავზიშვილი (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი") და სხვა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა საკავშირო კინემატოგრაფიაში, სადაც არაერთ ფილმში განასახიერა სტალინი. ესენია: "იაკობ სვერდლოვი", "სიმართლე", "პირადად ცნობილია", "ოქტომბრის დღეები", "დილა", "ერთ პლანეტაზე", "მარადისობის გზები", "ცეცხლის მოთვინიერება", "გაზაფხულის 17 გაელვება" და სხვა. გადაღებულია აგრეთვე ფილმებში: "პოეტის აკვანი" (სტუდენტი). "ქეთო და კოტე" (კოტეს მეგობარი), "ვარსკვლავები ქრებიან" (ს. ორჯონიკიძე) "დიდოსტატის მარჯვენა"(მსახურთუხუცესი) და სხვა. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0