სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
მეძმარიაშვილი ელგუჯა დ. 1946წ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი მეძმარიაშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

მეძმარიაშვილი ელგუჯა დ. 1946წ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა

მეძმარიაშვილი ელგუჯა ვიქტორის ძე (17 აგვისტო 1946)  გენერალ-მაიორი (1999), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1994), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001), აკადემიკოსი (2013). დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.



დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1961-1963 წწ. მუშაობდა "საქსოფელექტრომშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ (ბათუმი), 1969-1972 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი; 1975-1979 წწ.


ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე; 1979-1986 წწ. ჯერ სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს, ხოლო შემდეგ, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1982-1989 წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დავალების საუწყებათშორისო ჯგუფში მიწისზედა და კოსმოსური სტრატეგიული კომპლექსების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სპეციალისტად, 1985-1995 წწ. შეთავსებით იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე; 1986 წლიდან ჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს, შემდეგ კი, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების და ცოტა მოგვიანებით - საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1995 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური ნაგებობების - შემდგომში, სამხედრო-საინჟინრო შეიარაღებებისა და სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე და, აგრეთვე, ჯერ, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სამხედრო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ კი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი; 1999 წლიდან იგი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში; 1975-1995 წწ. შექმნილი აქვს ტრანსფორმირებადი სისტემების თეორია; 1985 წელს დაარსებული აქვს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და მისი უნიკალური სასტენდო კომპლექსი; 2000 წელს მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო–საინჟინრო აკადემიაში; 2002-2006 წწ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის შესაბამისი ახალი თაობის თანამგზავრების კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების შექმნის თეორიული საფუძვლების ავტორია;  პროფესორი. არის 270–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის საქართველოს პატრიარქის სიგელი (2005), სამამულო კოსმონავტიკაში შეტანილი დიდი წვლილისათვის აკადემიკოს მ. კელდიშის მედალი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდის მიწისზედა კომპლექსი", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.87


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრაზიის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2000-)
  • საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს სამხედრო–საინჟინრო აკადემია, წევრი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1999 - ქ. მცხეთის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - "კოსმოსური საინჟინრო კონსტრუქციები, მათი შექმნისა და გამოცდების მიწისზედა სასტენდო კომპლექსი"

ბიბლიოგრაფია

ელგუჯა ვიქტორის-ძე მეძმარიაშვილი

(დ. 17 .08. 1946 )

გენერალ-მაიორი (11.10.1999)

დაიბადა ქ.ბათუმში.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი

1969 წელს.

1973 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;

1985-1995 წწ. მუშაობდა უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის

გამგედ;

1995-2004 წწ. მის მიერ დაარსებული სპეციალური ნაგებობების კათედრის

გამგეა;

1981-1990 წწ. სახელმწიფო სამხედრო-კოსმოსური პროგრამისა და თავდაცვის

სამინისტროს სპეციალური დავალების მთავარი კონსტრუქტორი და

მიმართულების ხელმძღვანელია; საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის

გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი;

1999-2005 წწ. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური

შტაბის სამხედრო–საინჟინრო აკადემიის რექტორად;

1999-2003 მსახურობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად

ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში;

1981-1990 პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია,

კოსმოსური და მიწისზედა, რაკეტსაწინაღო კომპლექსის მთავარი

კონსტრუქტორია;

37

1975 წლიდან არის სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი;

2002-2006 ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის შესაბამისი ახალი

თაობის თანამგზავრების კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების შექმნის

თეორიული საფუძვლების ავტორია;

1975-1995 შექმნილი აქვს ტრანსფორმირებადი სისტემების თეორია;

1985 წელს დაარსებული აქვს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი

და მისი უნიკალური სასტენდო კომპლექსი;

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური

შტაბის სამხედრო–საინჟინრო აკადემიაში;

არის 270–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის

და გამოგონების ავტორი.

არჩეულ იქნა საქართველოს მე–5 მოწვევისპ არლამენტის წევრად (1999-2004)

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია (1993), ტექნიკის მეცნიერებათ ადოქტორი,

პროფესორი, ევრაზიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი

(1992)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი

(2000)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.

საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი (1994),საქართველოს სამხედრო–

საინჟინრო აკადემიის წევრი (1999)

დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის,, I-ი ხარისხისა და ,,ღირსების,,

ორდენებით, და მედლით ,,საბრძოლო დამსახურებისათვის,,

მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0