ნადარეიშვილი თამაზ ვლადიმერის ძე (19 ივლისი 1954-2004) გენერალ-მაიორი (1993) დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.
1971-1975წწ. იყო თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი; 1981 წელს დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1974-1979წწ. იყო გაგრის უშიშროების კომიტეტის სამთავრობო კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი; 1979-1990წწ. კპ გაგრის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, II მდივანი; 1992-1993წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე; 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი; 1993-1995წწ. მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 247
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
- აფხაზეთის გათავისუფლების პარტია, თავმჯდომარე (1999-)
- აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (1995-)
- აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარის I მოადგილე (1992-)
- აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1991-)
- მსოფლიო საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, წევრი (1995-)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი (1992-1995)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
- საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1992)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- სეპარატიზმის პრობლემა საქართველოში : ისტორია და თანამედროვეობა (თანაავტორი) // წ.1.. - თბილისი, აკადემია, 2003. - 332გვ.. - ISBN: 99928-0-547-1
- შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1998. - 488გვ.
- აფხაზეთი ომამდე და ომის შემდეგ : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ 1980-1993 წლები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1998. - 183გვ.
- გენოციდი აფხაზეთში (ავტორი) // ნაწ. 2.. - თბილისი, 1996. - 117გვ.