სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მურად მთვარელიძე 1953წწ მწერალი, პოეტი, ხაშური, ქართლი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მთვარელიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

მურად მთვარელიძე 1953წწ მწერალი, პოეტი, ხაშური, ქართლი

მურად მთვარელიძე (1953) დაიბადა ქალაქ ხაშურში. დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.



ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: "პირველი სხივი", "სათავე", "ცისკარი", "მაცნე" და სხვა; ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და პრესის ფურცლებზე. 2011 წელს მონაწილეობდა იუნესკოს ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების კლუბის II საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესში საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ატალანტში. მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია. არის ეღიშე ჩარენცის სახელობის პრემიის მფლობელი (2007), ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრიზიორი (2012), საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ მინიჭებული აქვს "ქართველ რაინდთა წოდება" (2006), ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით (2013).


წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ქ. ხაშურის საპატიო მოქალაქე (2017-)
  • 2013 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 2013 - დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი
  • 2003 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1999 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0