შუბითიძე, ზაზა ალექსანდრეს ძე (31 მარტი 1956) გენერალ-მაიორი 2000,
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის სამმართველოს უფროსი (2000-2001), საქართველოს შსს სისხლის სამართლის სამძებროს მთვარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 2002 წლიდან, დაჯილდოებულია 3 მედლით
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) დაარსების პერიოდში, გენერალი ზაზა შუბითიძე იყო სამსახურის პირადი უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში იგი ღირსეულად მსახურებოდა სდსს, უშიშიროებისა და სამართალდამცავი ორგანოებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის. ქართული სახელმწიფოს წინაშე უმწიკლო სამსახურისთვის, მას მინიჭებული ჰქონდა გენერლის წოდება და დაჯილდოვებული იყო 3 მედლით.
ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის N10 განკარგულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში ე.წ. აბანოს ქუჩას მიენიჭა გენერალ-მაიორ ზაზა შუბუთიძის სახელი, 2022 წელს კეთილმოეწყო თავად ქუჩა და მისი ინფრასტრუქტურა.
2022 წლის 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სოფელ თელაში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) იგეგმება გენერალი ზაზა შუბითიძის სახელობის საპატიო დაფის გახსნა!!!