სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
კობა შუბითიძე 1974-2004წწ გარდ. წვერიახო სამაჩბლო დაბ. სოფ. საგვიჩიო ხობი კობა შუბითიძე 1974-2004წწ გარდ. წვერიახო სამაჩბლო დაბ. სოფ. საგვიჩიო ხობი კობა შუბითიძე 1974-2004წწ გარდ. წვერიახო სამაჩბლო დაბ. სოფ. საგვიჩიო ხობი

1974-2004 წწ. გარდ. 30 წლის

სამაჩაბლო

გვარი შუბითიძე სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

121       ბეჭდვა

კობა შუბითიძე 1974-2004წწ გარდ. წვერიახო სამაჩბლო დაბ. სოფ. საგვიჩიო ხობი

კობა შუბითიძე ელდარის ძე 1974 წლის 2 აგვისტო ხობის რაიონი სოფელი საგვიჩიო დაიღუპა 2004 წლის 17 აგვისტოს წვერიახოზე შეტაკებების დროს


 მსახურობდა პირველი ქვეითი ბრიგადის მე 12 "კომანდოს " ბატალიონში

იყო მესამე ასეულის მესამე ოცეულისპირველი ათეულის მეთაური


კობა შუბითიძე დაიბადა  1974 წლის 2 აგვისტო ხობის რაიონში, სოფელ საგვიჩიოში. მსახურობდა პირველი ქვეითი ბრიგადის მე 12 "კომანდოს " ბატალიონში. იყო  წარმატებული სამხედრო პირი. 2004 წლის 6-დან 17 აგვისტომდე, სამაჩაბლოს მოვლენების დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. 17 აგვისტოს ღამის პირველ საათზე, წვერიახოზე ერთ-ერთი შეტევის დროს დაიღუპა სამსახური გაიარა. შემდეგ სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა, მათ შორის იყო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ოპერატორი, მაგრამ, რატომღაც, ვერ იპოვა თავისი საქმე. 2002 წელს, როდესაც წვრთნისა და აღჭურვის ამერიკული პროგრამა იწყებოდა, მთხოვა, რომ დავხმარებოდი საბუთების შეგროვებასა და ჩაბარებაში. გაიარა წვრთნისა და აღჭურვის სრული კ შეიქმნა სერჟანტთა სკოლა, სადაც გაიარა ათეულის მეთაურის , ოცეულის სერჟანტთა კურსი და  ასეულის სერჟანტთა კურსის გასავლელად ემზადებოდა.


2004 წლის  5 აგვისტოს წაიყვანეს გორში, 17 აგვისტომდე იყო წვერიახოზე. მისი ოცეულის მეთაური დაჭრილი იყო და თვითონ ასრულებდა ოცეულის მეთაურისა და ოცეულის სერჟანტის მოვალეობას. 16 აგვისტოს ჩანაცვლება მოხდა. ახალი ბატალიონი უნდა შეეყვანათ და მეორე ბატალიონი გამოეყვანათ, მაგრამ ნაღმტყორცნების შეტევის შედეგად, ახალ ბატალიონში, მსუბუქად დაჭრილები ჰყავდათ. სამედიცინო ჯგუფი გამოიძახეს, ძალიან დიდი შეტევა იყო, რის გამოც მედიკოსები ვერ ახერხებდნენ ასვლას. ამიტომ, რამოდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის კობაც,  გადავიდნენ ახალი პირადი შემადგენლობის შესამოწმებლად, რომ გაეგოთ, ჰქონდათ თუ არა მათ სირთულე. ნახეს, რომ არ იყვნენ მძიმედ დაჭრილები...  უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რათა გაეკეთებინათ მოხსენება დაჭრილ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. იმდენად მასიური ცეცხლი იყო, გადმოსვლა ვერ შესძლეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ, ტყვიამფრქვევიდან ღია პოზიციებზე გაეხსნათ ცეცხლი, რომ მათი გადმოსვლა დაეფარა ცეცხლს და დაჭრილები უსაფრთხოდ გადმოეყვანათ. მართლაც გადმოვიდინენ, გააკეთეს მოხსენება, რომ არ იყო სამედიცინო დახმარება საჭირო; დაჭრილებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. სწორედ ამ მოხსენების დროს განხორციელდა გასროლა, რომლის დროსაც კობა სასიკვდილოდ დაიჭრა... ტყვიამ გულში გაუარა... იგი ადგილზე  დაიღუპა...

კობა შუბითიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარის   ორდენით


ძმა პაატა შუბითიძე დაბ. 1976 წელს სოფელი საგვიჩიო ხობი


ინფორმაცია მოგვაწოდა მერაბ ბადრის ძე შუბითიძემ. დაბადებულია ფოთში 1983 წელს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 19.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0