სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ცქიტიშვილი ავთანდილ ლევანის ძე (1950-2013) საქართველოს გენერალი დაბ. მარნეული ქვემო ქართლი

1950-2013 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ცქიტიშვილი სია

მარნეული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ცქიტიშვილი ავთანდილ ლევანის ძე (1950-2013) საქართველოს გენერალი დაბ. მარნეული ქვემო ქართლი

ცქიტიშვილი ავთანდილ ლევანის ძე (26 ივლისი 1950-2013), ბრიგადის გენერალი (1992), გენერალ-მაიორი (1993) 


დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი (1972),

ლენინგრადის საარტილერიო აკადემია (1981).

სამხედრო მოღვაწეობა

მსახურობდა საბჭოთა ჯარში (1972-91),

ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური (1991),

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1992-93),

სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსი, სასაზღვრო ძალების სარდლის მოადგილე (1997-99).

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.



ავთანდილ ცქიტიშვილი  არის დამოუკიდებელი საქართველოს  თავდაცვის ძალების  სიით  მე-3 გენერალი, და მის სახელს არ უნდა  მიეცეს დავიწყება. საჭიროა თბილისში იყოს მისი სახელობის ქუჩა, და სახლს სადაც ის ცხოვრობდა გაუკეთდეს მემორიალური დაფა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ თავიანთი სამხედრო წინაპრების  ამაგი და ღვაწლი დამოუკიდებელი  საქართველოს ჯარის მშენებლობის საქმეში.

დაიბადა ქ. სარვანში (ახლ.ქ.მარნეული), 1950 წლის 26 ივლისს.

1969-1972 წლებში სწავლობდა თბილისის უმაღლეს სამეთაურო სამხედრო საარტილერიო სასწავლებელში.

 1978-1981 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის საარტილერიო აკადემიაში.



1972-1973 წლებში მსახურობდა მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ოცეულის მეთაურად უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. ხოლო 1973-1975 წლებში  მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ასეულის მეთაურად ასევე უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. 

1975-1976 წლებში — მსახურობდა შუა აზიის სამხედრო ოლქის 1-ი სააარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 515-ე მოტომსროლელ პოლკში. 

1976-1981 წლებში — შუა აზიის სამხედრო ოლქის 1-ი საარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 906-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსი იყო . 

1981 წლიდან ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მე-11 გვარდიული არმიის საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის მეთაურია. 

1981-1985 წლებში მსახურობდა მე-40 სატანკო დივიზიის 886-ე გვარდიულ-საარტრილერიო პოლკის შტაბის უფროსად.

 1985-1986 წლებში მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, კერძოდ, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 

1986-1989 წლებში მსახურობდა 129-ე დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაურად. 

1989-1991 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის  სამოქალაქო თავდაცვის შტაბში. 

1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 

1990 წელს, საქართველოს ეროვნული გვარდიის-შინაგანი ჯარების ჩამოყალიბების დღიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დაანება თავი საბჭოთა არმიას და დაინიშნა ახალი საქართველოს 1-ი ბრიგადის პირველ მეთაურად: დაევალა მისი ჩამოყალიბება და დაკომპლექტება. 1991 წლის აგვისტოდან მსახურობდა — ეროვნული გვარდიის სარდლის პირველ მოადგილედ. 

1992 წლის იანვრიდან მსახურობდა — თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბრძოლო სამმართველოს უფროსად. 

1992 წლის 12 აგვისტოს, ზუსტად 30 წლის წინ მას მიენიჭა ბრიგადის გენერლის  უმაღლესი სამხედრო წოდება  (თანახმად იმდროინდელი კანონმდებლობისა), ხოლო 1993 წლიდან შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა გენერალ-მაიორი.

1992 წლის თებერვლიდან მსახურობდა — შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად. 

1993 წლის მაისიდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 

1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 

1996 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით დაბრუნდა სამსახურში სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსად. 1999 წლის სექტემბერში კვლავ დაანება თავი სამსახურს და გახდა ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. 

2013 წლიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად. მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის ქვეყნების ჯილდოები.

დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას  2013 წლის 6 დეკემბერს 63 წლის ასაკში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0