სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამარ აბაკელია  1905-1953წწ. მოქანდაკე, მხატვარი. ხონი, იმერეთი.

1905-1953 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაკელია სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

თამარ აბაკელია 1905-1953წწ. მოქანდაკე, მხატვარი. ხონი, იმერეთი.

აბაკელია, თამარ (1 სექტემბერი 1905-1953) დაბადების ადგილი ქ. ხონი


ბიოგრაფია 

დაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს. 1938 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო "სარმას" წევრი. თამარ აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი(ხუთი კომპოზიცია): "ბათუმის დემონსტრაცია", "ოქტომბერი საქართველოში", "საქართველოს ინდუსტრია", "სოფლის მეურნეობა საქართველოში" და "ბედნიერი ცხოვრება"(ქვა, 1936–1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი. ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია, მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია "შურს ვიძიებთ!" (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი),


ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვ. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "იმერელი ბიჭი" (1928), "ბროწეულის კრეფა" (1930), "ბედნიერი ოჯახი" (1936), "რთველი" (1946 საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). თამარ აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა "ვეფხისტყაოსანი" (1930-იანი წლები, ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მასვე ეკუთვნის "დავით სასუნცის" (1939) და ვაჟა–ფშაველას პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციაები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" (1945), კ. კალაძის "ლალი" (1945, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). კინოფილმები: "არსენა" (1937), "გიორგი სააკაძე" (1941-1942), "დავით გურამიშვილი" (1945). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გრაფიკოსი. კინოსა და თეატრის მხატვარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1942 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შრომის წითელი დროშის ორდენი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


აბაკელია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

იგა (გრიგოლ) აბაკელია, 1939-2016წწ მუსიკოსი, მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


იონა (ბიჭიკო) აბაკელია 1897-1983წწ. მსახიობი. დაბ. ქუთაისი.

1 0