სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
 იგა (გრიგოლ) აბაკელია, 1939-2016წწ მუსიკოსი, მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1939-2016 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაკელია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

იგა (გრიგოლ) აბაკელია, 1939-2016წწ მუსიკოსი, მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

აბაკელია, იგა (გრიგოლ აბაკელია, 1939-2016)  



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1958–1961წწ. (საფორტეპიანო), 1971 წელს კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია(გრაფიკა); ის არის თოჯინების თეატრის ერთ–ერთი დაამაარსებელთაგანი ქ. ახალციხესა და გურჯაანში; დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლი: გლუკი – "ორფეოსი და ევრიდიკე"(1980, პირველი დადგმა ქ. გორში); პიანისტი, მხატვარი. 



თოჯინების თეატრში სცენოგრაფიული მოღვაწეობის 34 წლის განმავლობაში იგა აბაკელიას ავტორობით შეიქმნა ორმოცამდე სპექტაკლის სცენოგრაფია. 1975 წელს და 1981 წლიდან 2007 წლამდე იყო თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრის მთავარი მხატვარი. იგა აბაკელია სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო სსრკ კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის დიპლომებით.

წყარო: გამოყენებული ლიტერატურა: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 6;  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის გაზეთი "დურუჯი".- თბ.,2017, N5 (113) 31 მაისი.- გვ.8: tafu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


აბაკელია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

თამარ აბაკელია 1905-1953წწ. მოქანდაკე, მხატვარი. ხონი, იმერეთი.

1 0


იონა (ბიჭიკო) აბაკელია 1897-1983წწ. მსახიობი. დაბ. ქუთაისი.

1 0