სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
 ილია წულუკიძე ვლადიმერის ძე 1950წ პოლიციის გენერალი. დაბ. ბათუმი, აჭარა.
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი წულუკიძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ილია წულუკიძე ვლადიმერის ძე 1950წ პოლიციის გენერალი. დაბ. ბათუმი, აჭარა.

წულუკიძე, ილია ვლადიმერის ძე (28 თებერვალი 1950) პოლიციის გენერალ-მაიორი 1998 წლიდან, აჭარის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1991-1993), აჭარის შს მინისტრი (1997-2001), დაჯილდოებულია 1 ორდენით და 2 მედლით.


ილია ვლადიმერის-ძე წულუკიძე

(დ.28.09.1950)

პოლიციის გენერალ-მაიორი (09.11.1998)

დაიბადა ქ.ბათუმში.

1974 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის

სატრანსპორტო ფაკულტეტი, ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით.

1987 წელს დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა და მიიღო უმა-

ღლესი პარტიულ-პოლიტიკური განათლება.

1996 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტი, იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით.

1974-75 წწ. მსახურობდა საბჭოთა ჯარში.

1975-77 წწ. მუშაობდა ბათუმის # 44 სამშენებლო პროფესიულ-ტექნიკურ

სასწავლებელში ტექნიკური ხაზვის მასწავლებლად.

1977-91 წწ. იმყოფებოდა კომკავშირულ, პარტიულ და საბჭოთა ორგანოების

სამსახურში.

1991-97 წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე.

1997-98 წწ. მუშაობდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 1-ლ

მოადგილედ.

1998-99 წწ. და 2001-2003 წწ. მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრად,

2000-2001 წწ. მუშაობდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ,

ქ.ბათუმის ვიცე-მერად და მერის მოვალეობის შემსრულებლად.

2004 წლის 10 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ


35

კანონის დარღვევით იქნა მიჩნეული ბრალდებულად და წინასწარ პატიმრობა-

ში აყვანილად.

2004 წლის 4 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმისა და მის მიმართ სისხლის

სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შედეგად იქნა გათავისუფლებული პატიმრობიდან


2004 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. არის სერტიფიცირებული

ადვოკატი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯერ უშიშროების და შემდეგ შინაგან

საქმეთა მინისტრის რანგში ყოფნის პერიოდში გენერალი ილია წულუკიძე

ყოველმხრივ უწყობდა ხელს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობას

უკრაინასთან და თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ამერიკის

შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა სამინისტროების კოლეგებთან. ყველა

დავალებას, ყველა საქმეს გენერალი ილია წულუკიძე ემსახურა უმწიკვლოდ,

ჩვეული შემართებით, პატრიოტული თავდადებით. ეს ენციკლოპედიურად განათლებული,

მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და სამაგალითო მეთაური,

ცხოვრებაში თავმდაბალი, გამოირჩეოდა და გამოირჩევა მდიდარი შინაგანი კულტურით

და ტაქტით, სიდინჯითა და მშვიდი ხასიათით, მაგრამ საოცრად შეუპოვარი

ხდებოდა, როცა გულგრილობას, უხამსობასა და უზნეობას წააწყდებოდა.

მისი ცხოვრების კრედო ყოველთვის იყო - პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა,

პირადი პასუხისმგებლობა, კანონის მოთხოვნების დაცვა და მისი უზენაესობის

სრული პატივისცემის დამკვიდრებისათვის ბრძოლა.

დამსახურებისათვის სამშობლოს წინაშე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით

(22.11.2000);


მინიჭებული აქვს ,,საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკის,, საპატიო

წოდება (2001)

საქართველოს უშიშროების მინისტრის ბრძნებით (1994)დაჯილდოებულია

სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით;

მიღებული აქვს საქართველოს შსს და უკრაინის შსს უწყებრივი ჯილდოები

(2001 და 2003 წწ.) , აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (2001);

არჩეულია საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის საპატიო პროფესორად

(27.05.2003)

მინიჭებული აქვს სომხეთის რესპუბლიკის გრიგორ ნარეკაცის სახელობის

უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (15.11.2001)

ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. არჩეულია საქართველოს სამხედრო

ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

(30.04.2019).

განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სამხედრო ისტორიის

საზოგადოების წინაშე დაჯილდოებულია ,,წმინდა გიორგის,, ნიშნით (28.09.2020).





ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.01.2020
ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0