სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ალექსანდრე ჭიკაიძე  1985წ  შსს მინისტრი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ჭიკაიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

262       ბეჭდვა

ალექსანდრე ჭიკაიძე 1985წ შსს მინისტრი. დაბ. თბილისი.

ალექსანდრე ჭიკაიძე (დ. 6 ივნისი1985თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე. პოლიციის პოლკოვნიკი.[1]


2007 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დიპლომატიის სპეციალობით. 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში. 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად.[1]


2010-2011 წლებში დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. 2013 წლის მარტიდან ნოემბრამდე იკავებდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.[1]

2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად იქნა დამტკიცებული.[2] თანამდებობა 2015 წლის 23 იანვარს დატოვა.[3]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[1]


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0