
ჭიკაიძე საბა დეკანოზი, ოქროს ჯვარი 2015წ, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი 2021წ
 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ  გვ. 7
ხელდასხმა
5 დეკემბერს ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული სულხან ჭიკაიძე და სახელად საბა უწოდა. დიაკონი საბა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.5
16 ოქტომბერს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ საბა ჭიკაიძეს. მღვდელი საბა ვაკის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: გამშვენებული ჯვრით -–– სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე ბარკალაია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი საბა ჭიკაიძე.