სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9605

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მერაბ მინდიაშვილი 1957-91წწ.  გადრ. სამაჩაბლო დაბ.  ქემერტი (ქურთა) სამაჩაბლო მერაბ მინდიაშვილი 1957-91წწ.  გადრ. სამაჩაბლო დაბ.  ქემერტი (ქურთა) სამაჩაბლო მერაბ მინდიაშვილი 1957-91წწ.  გადრ. სამაჩაბლო დაბ.  ქემერტი (ქურთა) სამაჩაბლო

1957-1991 წწ. გარდ. 34 წლის

სამაჩაბლო

გვარი მინდიაშვილი სია

ქურთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

899       ბეჭდვა

მერაბ მინდიაშვილი 1957-91წწ. გადრ. სამაჩაბლო დაბ. ქემერტი (ქურთა) სამაჩაბლო

მინდიაშვილი მერაბ გიორგის ძე დაიბადა 14 იანვარი 1957 წელი სოფელი ქემერტი ცხინვალი , ცხოვრობდა რუსთავი, გარდაიცვალა  18 მარტი 1991 წელი

სოფლის მოხალისეთა ბატალიონი

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტში დაბადებული  წელი მერაბ მინდიაშვილი 1991წლის 18 მარტს  რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ერედვის გზაზე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს.მინდიაშვილი 1989-91 წლებში რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ, თავდაცვით ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა.ამბობდნენ, რომ ოსებს მისი მოკვლისთვის ჯილდოც ჰქონდა დაწესებული, მისი სიკვდილის შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალში ფოიერვერკი გაუშვეს. ამის შესახებ მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა."ისე მოხდა, რომ 1990 წელს დიდი ლიახვის ხეობაში კუნძზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა მისი სხეული ფერფლად არ აქცია.“თანასოფლელები მერაბს ზედმეტსახელად ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათის გამო “ვიროს“ ეძახდნენ. როდესაც ტყვედ ჩავარდა და სასიკვდილოდ განწურული ხის კუნძზე მიაბეს, არ შეშინებულა, ცეცხლმოკიდებული მერაბ მინდიაშვილი ხმამაღლა მღეროდა “შავლეგოს“.


ალბათ, ყველამ იცის, ვინ იყო მერაბ მინდიაშვილი, რომელიც 1989-1991 წლებში, სამაჩაბლოში გმირულად იბრძოდა. ალბათ, ისიც გაგონილი გექნებათ, ხის კუნძზე, რომ ''მიაბეს'' და ცოცხლად დაწვეს. 

მერაბ მინდიაშვილი, ბავშვობაში ძალ-ღონით სავსე ყოფილა. მისი ფიზიკური სიძლიერის გამო, მერაბის ბაბუამ - ''ვირო'' დაარქვა.. 

როგორც მერაბის ახლობლები და მეზობლები ჰყვებიან, მერაბ მინდიაშვილი ''ხეობის ლიდერი'' ყოფილა. გამოირჩეოდა მეგობრობით, თავისი თანასოფლელების პატივისცემითა და ერგულებით.. მისი სამშობლოსადმი სიყვარული, ერთგულობა და თავდადება მთელმა სოფელმა იცოდა.


მისი სამშობლოსადმი თავდადება, სწორედ ომის პერიოდშიც გამოჩნდა. მის შესახებ, დიდი თუ პატარა ლაპარაკობდა. თურმე, ამბობდნენ რომ ოსებს, მისი მოკვლისათვის ჯილდოც ჰქონდათ დაწესებული. 

მერაბის გარდაცვალების შესახებ, ძალიან ბევრ ისტორიას მოისმენთ. ერთ-ერთი ამბავი კი, ასე შეთხზეს:

გორის რესტორანში ჯაბა იოსელიანის ბანდიტებმა, ძილის წამალი ჩაუყარეს ღვინოში. ხელფეხშეკრული მიართვეს რუსებზე მიყიდულ ოს სეპარტისტებს'', - ამას კი, სიამაყით წერს ჯაბა იოსელიანი წიგნში "სამი განზომილება"...

მერაბ მინდიაშვილს, ბევრმა უღალატა. სწორედ მოღალატეებმა შეიწირეს მისი სიცოცხლე.

რა მოხდა სინამდვილეში?


1991 წლის მარტს, გამთენიისას მერაბ მინდიაშვილი და მისი ერთგული თანამებრძოლი, ერედვის გზის გავლით, ზვიად გამსახურდიასთან მიდიოდნენ. მისი ''თანამებრძოლი'' კი, მერაბის ''ქვისლი'' იყო. ოსებმა გაიგეს, რომ მერაბი და მისი თანამებრძოლი ზვიადისთან მიდიოდნენ, ისიც იცოდნენ, თუ რომელი გზით უნდა წასულიყვნენ. ოსებმა, მერაბს, ჩასაფრება მოუწყვეს. სანამ მერაბი, ''იმ გზას'' გაივლიდა, ''ტრაქტორს'' გაუვლია, რომელზეც 40 ადამიანი იჯდა, თუმცა ჩასაფრებულ ოსებს, არაფერი დაუშავებიათ.  ეს ფაქტი კი, იმას მიგვანიშნებს, რომ სწორედ მერაბის ''მოსაკლავად'' იყვნენ მისულები. 

როდესაც მერაბ მინდიაშვილი დაუნახიათ, ოსები შეტევაზე გადავიდნენ. პირველი ტყვია, მის თანამებრძოლს მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მერაბი, ამ მომენტში მანქანის საჭესთან იჯდა. ცეცხლი რომ გაუხსნეს, მანქანიდან გადმოხტა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მისი დაჭრილი თანამებრძოლი არ დაუტოვებია, უკან მიტრიალდა, მის დასახმარებლად. სწორედ ამ დროს, მერაბის, ტყვია მოხვედრია მუცელში.

 1991 წლის 18 მარტს, დაჭრილი მერაბი, ერედვის ტყეში, კუნძზე დააბეს, ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. 

ცეცხლმოკიდებული მერაბი, ხმამაღლა მღეროდა ''შავლეგოს''. რათქმაუნდა, ''შავლეგო'', მეორე ჰიმნი იყო. წარმოგიდგენიათ? ცეცხლმოკიდებული ადამიანი, საშინელი ტკივილისას, სამშობლოს ''ჰიმნს'' მღეროდა.

წყარო - Defence Georgia საქართველოს თავდაცვა


ზურა ხაბარელი 1964-91 წწ გარდ. 27 წლის ხეითი-ერედვი სამაჩაბლო დაბ. სოფ. აჩაბეთი ცხინვალი


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 15.01.2022, 24.01.2022, 08.02.2022, 08.01.2023





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0