დაიბადა 1964 წლის 4 ივნისს, ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო აჩაბეთში.
1980 წელს აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იმავე წელს წავიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მუშაობა სოფელ ·ხეითის მეფრინველეობის ფაბრიკაში მძღოლად. ჰყავს მეუღლე ირმა ოთინაშვილი, და ტყუპი ქალ-ვაჟი ალიკა და ანუკა, დაბადებულნი 1987 წელს. ეროვნული მოძრაობის დროს აქტიურად ჩაება ბრძოლაში ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ. იყო შეუპოვარი და უშიშარი მებრძოლი, რის გამოც ოსმა ექსტრემისტებმა დაუწყეს დევნა და დაწყევლილ 1990 წლის 18 მარტს ხეითი-ერედვის გზაზე მუხანათურად ჩასაფრებულმა ოსმა ექსტრემისტებმა ჯერ ტყვიით დაცხრილეს, შემღეგ ბენზინი დაასხეს და დაწვეს 27 წლის გმირი ვაჟკაცი. ასეთი არის ბიოგრაფია ზურა ხაბარელისა, რომლის სახელი უკვდავად დარჩება ჩვენს გულებში.
ძმა ბეჟან ხაბარელი 1959-92 წწ გარდ. სოფ. აჩაბეთი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ აჩაბეთი ცხინვალი
გარდაეცვალნენ ერთად მერაბ მინდიაშვილი 1957-91წწ. გადრ. სამაჩაბლო დაბ. ქემერტი (ქურთა) სამაჩაბლო