დაიბადა 1959 წელს 6 მაისს ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო აჩაბეთში.
1975 წელს ღაამთავრა აჩაბეთის საშუალო სკოლა. ადრეული ქორწინების გამო არ ყოფილა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ჰყავს მეუღლე ლეილა ბაბუციძე და შვილები – 17 წლის სანღრო, 16 წლის თეა და 6 წლის რომანი. მუშაობდა ხეითის მეფრინველეობის ფაბრიკაში მძღოლად.
არეულობის დაწყების დღიდანვე ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. იყო ყველგან და ყველაფერში წინა ხაზზე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხეობის პროდუქტებით მომარაგებაში, რის შედეგადაც დაიმსახურა ხალხის სიყვარული და დიდი ნდობა. 1990 წლის 18 მარტს მუხანათურად მოუკლეს და შემდეგ დაუწვეს 27 წლის ვაჟკაცობით და აღნაგობით გამორჩეული საყვარელი ძმა, რის შედეგადაც მართლა დაუძინებელი მტერი გახდა ოსი ექსტრემისტებისა. თავისი შეუპოვრობით ღა ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ მამაცური ბრძოლით ისე გაითქვა სახელი, რომ ოსმა ექსტრემისტებმა მისი თავი მილიონ მანეთად შეაფასეს. 1991 წლის ავადსახსენებელ 22 იანვარს ხეითი-ერედვის გზაზე ოსმა ექსტრემისტებმა შეიპყრეს და წაიყვანეს ქ. ცხინვალში და მოითხოვეს გამოსახსნელი თანხა – ხუთასი ათასი მანეთი და 10 ავტომატი, რაც მთელი ხეობის მოსახლეობამ ნახევარ დლეში შეაგროვა, მაგრამ ოსმა ექსტრემისტებმა მას სადისტური წამების შემდეგ მოუსწრაფეს სიცოცხლე. სამი დღე სხეულის ყველა ნაწილი დაუსახიჩრეს, ცოცხალს მკერდში გაუყარეს შანთები, მოაჭრეს ყური, ცხვირი, ხოლო შემდეგ გამოაბეს მანქანას და ათრიეს, მკერდი ჰქონდა 13 ტყვიით დაცხრილული, მუხლები და მკლავები გადატეხილი, თვალები ამოცლილი.. მიუხედავად ასეთი სადისტური წამებისა, სულიერად მაინც ვერ დასცეს, სულის ამოხდომამდე იგი ოსი ექსტრემისტების დაუძინებელი მტერი იყო.
1992 წლის 25 იანვარს დამთავრდა მისი გმირული და ვაჟკაცური სიცოცხლეხლე. მის გვამში ოსი ექსტრემისტები იმავე თანხას ითხოვდნენ. თხუთმქტი
დღის შემდეგ ცხედარი ოჯახმა დაიბრუნა, დაიბრუნა ხეობამ გმირი ვაჟკაცი რომელიც დიდი პატივით დაკრძალა.
ძმა ზურა ხაბარელი 1964-91 წწ გარდ. 27 წლის ხეითი-ერედვი სამაჩაბლო დაბ. სოფ. აჩაბეთი ცხინვალი