სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი. ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი.

1926-2018 წწ. გარდ. 92 წლის

მაქს.წარმატება 30 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ბალავაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი.

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
8
5
2

ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე (დ. 20 ნოემბერი, 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი; — გ. 25 ივლისი, 2018) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალ სტილში), სამბისტი (73კგ). 1955 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1971 წელს — სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდებები.


1951 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის 1 მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (აშშ- 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).


დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ 2 (1972, 1976), ხალხთა მეგობრობის(1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს, 91 წლის ასაკში.


ტიტულები:

ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1956 (73კგ; მელბურნი)

მსოფლიოს ჩემპიონი - 1954 (73კგ; ტოკიო, იაპონია), 1957 (73კგ; სტამბოლი, თურქეთი)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1959 (73კგ; თეირანი, ირანი), 1961 (73კგ; იოკოჰამა, იაპონია)

ახალგაზრდობის I საერთაშორისო თამაშების ჩემპიონი - 1953 (73კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)

სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1956 (73კგ; მოსკოვი), 1959 (73კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონი - 1952 (73კგ; ბაქო), 1953 (73კგ; თბილისი), 1954 (74კგ; ლენინგრადი), 1955 (73კგ; მინსკი), 1957 (73კგ; კიევი)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1956 (73კგ; მოსკოვი), 1959 (73კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1951 (73კგ; თბილისი)

საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1954 (ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1954 (სტოკჰოლმი, შვედეთი), 1954 (გიოტებორგი, შვედეთი), 1954 (ესკილსტუნა, შვედეთი), 1957 (თეირანი, ირანი), 1957 (თავრიზი, ირანი), 1958 (ტოლედო, ესპანეთი)

სამბოში სსრკ ჩემპიონი - 1952 (72კგ; როსტოვი)

სამბოში სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1951 (68კგ; ტალინი)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1955

სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი - 1971

სსრკ კატეგორიის მსაჯი - 1963

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (FILA) - 1967

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2002

ღირსების მედალი - 1999

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ოქროს ორდენი - 1997

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2006

ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ) - 1976

ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) – 1957 (27 აპრილი), 1980

*-ვახტანგ ბალავაძის შედეგები 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე:

I წრე: ვეიკო რანტანენი (ფინეთი) - მოგება

II წრე: ალფრედ ტიშენდორფი (გერმანია) - მოგება

III წრე: მიცუო იკედა (იაპონია) - წაგება

IV წრე: პერ ბერლინი (შვედეთი) - მოგება

ვერცხლის მედლისთვის: იბრაჰიმ ზენგინი (თურქეთი) - წაგება

*-პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.

*-გამოარჩევდა ლაღი სტილი, რის გამოც ჟურნალისტებმა „ჭიდაობის პროფესორი“ შეარქვეს.

*-1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე (III წრე).

*-1961-70 წლებში იყო საბჭოთა კავშირის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი.

*-1961 წელს გამოიცა მისი წიგნი „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“.

*-1962 წლიდან თბილისში ტარდება ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

*-1968 წელს გამოიცა მისი წიგნი „ფალავნები ხალიჩაზე“.

*-1999 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

*-2017 წლის 6 დეკემბერს გამოიცა მისი შვილის, სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნი „ჭიდაობის პროფესორი - ჩემპიონთა ჩემპიონი“. წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

მეორე ადგილი(ქვესაშუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1959, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1957, კიევი, უკრაინა

მეორე ადგილი(ქვესაშუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1956, მოსკოვი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1955, მინსკი, ბელარუსი

პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1954, სანკტ პეტერბურგი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1953, თბილისი, საქართველო

პირველი ადგილი(ქვესასუალო წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1952, ბაქო, აზერბაიჯანი

მესამე ადგილი(მსუბუქი წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1951, თბილისი, საქართველო

პირველი ადგილი(72კგ)

სამბო - სსრკ ჩემპიონატი 1952, დონის როსტოვი, რუსეთი

მეორე ადგილი(68კგ)

სამბო - სსრკ ჩემპიონატი 1951. ტალინი, ესტონეთი

მეორე ადგილი(-73 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია

მეორე ადგილი(-73 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, თეირანი, ირანი

პირველი ადგილი(-73 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი

პირველი ადგილი(-73 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია

მესამე ადგილი(-73 კგ)

ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16