სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ანდრია ადამიძე 1966წ. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ადამიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ანდრია ადამიძე 1966წ. დაბ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


1884-1885 წწ.  გამართა 12 უფასო წარმოდგენა ("მათიკო", "არსენა", "ძუნწი კარაპეტა" და სხვ.). 1887-1888 წწ. დ. აწყურელთან და ვ. გამყრელიძესთან ერთად, თბილისში ავჭალის ქუჩაზე, "გარაბცოვების დარბაზში" ყოველკვირეულ წარმოდგენებს მართავდა. 1889 წელს გამოდიოდა სახალხო თეატრში, 1890 წელს მიიწვიეს ქართული დრამატული საზოგადოების დასში, ყოფილ არწრუნის ქარვასლაში, სადაც 1915 წლამდე იმუშავა.


1904 წელს ხელმძღვანელობდა ნაძალადევის სახალხო თეატრს, ასევე მონაწილეობდა საქველმოქმედო, ავჭალის ქუჩის აუდიტორიის თავისუფალ საღამოებში, ხელოსანთა და ს. ორჯონიკიძის სახელობის კლუბების სცენებზე. გასტროლებით გამოდიოდა ქუთაისში, ხაშურში, გორში, ჭიათურაში, განჯასა და ბაქოში.


1931-1932 წწ. დადგა ოთხი სახალხო წარმოდგენა. ასრულებდა სახასიათო-კომედიურ როლებს: კოსტაია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ივანიძე ("ძუნწი"), ლომინ გოდაბრელიძე ("დავა") და სხვ. პროფესიით ვექილი (დამცველთა კოლეგიის წევრი), დეკლამატორი (1884), საოჯახო და საუბნო წარმოდგენების ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, ესტრადის ოსტატი. მსახიობ ლადო (ვლადიმერ) ადამიძის მამა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლადო ადამიძე 1888წ. დაბ. თბილისი

1 0