სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო ადამიძე 1888წ. დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ადამიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

302       ბეჭდვა

ლადო ადამიძე 1888წ. დაბ. თბილისი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


1906-1908წწ. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც ჩამოაყალიბა სცენისმოყვარულთ წრე; 1906 წელს ამ წრემ წარმოადგინა ო. ერნესტის "პედაგოგები", რომელშიც იგი ასრულებდა მებრძოლი პედაგოგის - ფლემინგის როლს; 1909 წლიდან მუშაობდა თბილისში ზუბალაშვილის სახალხო თეატრის ქართულ სექციაში მსახიობად; ამავე წელს გაემგზავრა კიევში და შევიდა კომერციულ ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ქართულ კოლონიასთან  ჩამოაყალიბა ქართული თეატრი, რომლის ხელმძღვანელი, რეჟისორი და წამყვანი მსახიობი თავად იყო, პარალელურად მუშაობდა "ზემსოიუზში"; 1921-1924წწ.

თბილისის სახალხო სახლის მსახიობი; 1925-1935წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1936-1938წწ. სიღნაღის საკოლმეურნეო სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1938-1939წწ. სეზონში საქართველოს სახელმწიფო ესტრადის ვოდევილების თეატრის მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1939 წელს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის ასისტენტი; 1940-1958წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ჯერ მსახიობი, ხოლო შემდეგ - დასის მმართველი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დანიელი (შილერის "ყაჩაღები"), ქავთარი (გრ. რობაქიძის "ლამარა"), როზენკრანცი (შექსპირის "ჰამლეტი"), მიკირტუმა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), გეურქ (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ადნაისი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), არტაშა (ნ. შიუკიაშვილის "ამერიკელი ძია"), ჰანს მაუერი (ფ. შილერის "ვილჰელმ ტელი") და სხვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0