სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი. ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი. ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი. ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი. ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი. ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი. ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი.

1902-1994 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ზურაბიშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

ავლიპ ზურაბიშვილი 1902-1994წწ აკადემიკოსი ფსიქიატრი დაბ. ბოდბისხევი, სიღნაღი, კახეთი.

ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი (დ. 15 თებერვალი 1902, სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 აგვისტო, 1994, თბილისი) — ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი.


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო.


ავლიპი ზურაბაშვილი დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. 1920 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1927 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1927–1930 წლებში ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტია. 1930–1938 წლებში ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკია. 1938–1950 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938–1964 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1946 წელს ხდება საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი, არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი.



1938 წლიდან — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1938–1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

ზურაბაშვილის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, მოგვცა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ცდას ორიგინალური მეთოდი, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ფსიქოლოგიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში იკვლევდა ეთიკის, მორალისა და ჰუმანიზმის პრობლემებს. სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ნახევარში იკვლევდა ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის (ქერქი და უახლოესი ქერქქვეშა) ნატიფი სტრუქტურის (ციტოარქიტექტონიკა, ფიბრილოარქიტექტონიკა, სინაფსოარქიტექტონიკა), აგრეთვე ნეიროდინამიკური ფსიქიატრიის პრობლემებს. ავლიპი ზურაბაშვილმა ადამიანის დიდი ჰემისფეროების ქერქის ონტოგენეზის შესწავლისას მოგვცა შრეების განვითარების მთელი რიგი კანონზომიერებანი. ირკვევა, რომ სტრატიგრაფიული პროცესი განიხილება ორ ეტაპად: შრეების განვითარება პარკუჭის მახლობლად და ძირითადი ქერქული შრეების განვითარება. მეორე პროცესი იწყება პირველზე საკმაოდ გვიან და გრძელდება დიდი ჰემისფეროების ქერქის განვითარების პერიოდის მთელ მანძილზე. პროფესორმა ზურაბაშვილმა ნეირომორფოლოგიაში შექმნა სპეციალური კვლევითი მიმართულება „სინაფსოარქიტექტონიკის“ და „პათოსინაფსოარქიტექტონიკის“ სახელწოდებით.



1947 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა შემაჯამებელი ნაშრომი „სინაფსები“. აღნიშნული შემაჯამებელი მონაცემები ადამიანის ქერქისა და ქერქქვეშა უბნების სინაფსოარქიტექტონიკის შესახებ გამოქვეყნებული იყო გერმანიაში პროფესორ ვ. კირშევის მიერ. ავლიპი ზურაბაშვილის კლინიკურ-მორფოლოგიური და ექსპერიმენტულ-მორფოლოგიური გამოკვლევები დიდი ჰემისფეროების ქერქის რევერზიბილობის, ე.ი. აღდგენადობის პრობლემის შესახებ მეტად საინტერესოა არა მარტო ავთვისებიანად მიმდინარე შიზოფრენიული პროცესის ნატიფი მორფოლოგიის საკითხებისათვის, არამედ ხსენებული გამოკვლევები მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის საკითხების გადაწყვეტისას ამ დაავადების დროს.

მნიშვნელოვანია ავლიპი ზურაბაშვილის გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურად შეისწავლა რეაქტიული ბუნების შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები. ზურაბაშვილის დებულებამ შიზოფრენიის დროს პრეფიქსოზური სიმყიფის შესახებ და აგრეთვე მისმა შეხედულებამ პარაშიზოფრენიის თავისებურებათა შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში (საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში). დიდ ყურადღებას უთმობდა მის მიერვე განვითარებულ პრინციპებს პიროვნული, ე.ი. პერსონოლოგიური, ანუ ეგოფსიქოთერაპიული, მკურნალობის შესახებ.

დაჯილდოებულია ლენინის 3 და სხვა მრავალი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისის საპატიო მოქალაქე (1983). თბილისში არის ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0