სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9030

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბიშვილი მიხეილ 1973-94წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ახალდაბა (ოჩამჩირე) აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი. დაბ. სოფ.მატანი ახმეტა კახეთი ზურაბიშვილი მიხეილ 1973-94წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ახალდაბა (ოჩამჩირე) აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი. დაბ. სოფ.მატანი ახმეტა კახეთი ზურაბიშვილი მიხეილ 1973-94წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ახალდაბა (ოჩამჩირე) აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი. დაბ. სოფ.მატანი ახმეტა კახეთი

1973-1994 წწ. გარდ. 21 წლის

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

79       ბეჭდვა

ზურაბიშვილი მიხეილ 1973-94წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ახალდაბა (ოჩამჩირე) აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი. დაბ. სოფ.მატანი ახმეტა კახეთი

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

ზურაბიშვილი მიხეილ აბრამის ძე (18 მარტი 1973-28 მაისი 1994)  აფხაზეთი(1992-93) ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი სოფ.მატანი ახმეტა კახეთი ახალდაბაში დაიჭრა 23 სექტემბერი 1993 წელს. მიიღო კიდურების  და ფილტვების მრავლობითი ჭრილობები. პერიტრონიტი გარდაიცვალა სოგფელ მატანში. 



1990 წელს დაამთავრა მატნის II საშუალო სკოლა. 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მატნის პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში.

1991 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. სასწავლებელში სწავლის დროს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 

1993  წლის სექტემბერში საბრძოლველად წავიდა აფხაზეთის ომში. იმავე წელს დაიჭრა ტამიშტან.

გარდაიცვალა 1994 წლის მაისში. ჰყავს დედა და სამი და.

გარდაცვალების მერე დაჯილდოვდა „მხედრული მამაცობისათვის“  მედლით.


სამშობლოს სადარაჯოზე

მიშიკოს ტექნიკუმში სწავლის დროს მოუწია სამხედრო სავალდებულო სამსახურმა, ისიც უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს სადარაჯოზე რიგით ჯარისკაცად, საიდანაც მალევე გადაიყვანეს სწრაფი რეაგირების ბატალიონის ოფიცრად.

მძიმე დღეები ედგა საქართველოს, აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. მებრძოლი სულით გულანთებულ ვაჟკაცებს გული ბრძოლის ველისაკენ მიუწევდათ, მათ ხომ სამშობლოს ერთიანობა სურდათ. მიშიკო ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა ისე ამოუდგა  გვერდში ომში მიმავალ მეგობრებს. მას ხუთჯერ მოუწია ბრძოლის ველზე გასვლა. 

... ყელამდე წყალში დგომა, უძილობა, შიმშილი, ჭაობში ფიჩხებზე ძილი... ვერაფერმა გატეხა სამშობლოსათვის თავდადებულის ნებისყოფა.

სოხუმი იკარგებოდა. ქუდზე კაცს ეძახდა დედა სამშობლო. 

ომიდან მიშიკო შვიდი ჭრილობით დაბრუნდა, ორგან მკერდში იყო დაჭრილი.

ნატყვიარი ვაჟკაცი თბილისის  ქირურგიის კვლევით ინსტიტუტში დააწვინეს. 

შვიდი თვის განმავლობაში,  მზრუნველობას არ აკლებდა ქირურგიის ინსტიტუტის მედ-პერსონალი. თავისი ზრდილობითა და კულტურით ექიმებსაც ძლიერ შეაყვარა თავი.

ერთი თვით ჩამოვიდა მშობლიურ სოფელში, მოენატრა მამა-პაპური კერა. - ,,ცოტას დავისვენებ და კვლავ თბილისში გავაგრძელებ მკურნალებას”-ო...

... ის ყველას ქომაგი იყო, ვერ იტანდა უსამართლობას. როგორც ოფიცერს, ბევრი პრივილეგია ჰქონდა, მაგრამ არ იყენებდა, ქვეყნის გასაჭირის გამო, თავს ამის უფლებას არ აძლევდა.

თავისუფლება იყო და არის ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ეს სიტყვები მიშიკოს სულ თავში უტრიალებდა, მისი ბაგეებიდან ქუხდა გმირების სადიდებელი:

,,კურთხეულ იყოს, სამშობლოსათვის გადატეხილი მახვილი,

 კურთხეულ იყოს სისხლი და ცრემლი სამშობლოსათვის დაღვრილი ”.

აი, რას წერდა გულჩინა ძულიაშვილი, გამოსათხოვარ სიტყვაში:


,,შენ გმირი ხარ საქართველოსი, შენი სოფელი იამაყებს შენით. შენ, ამ პატარა ბიჭმა აგვიწრიალე სულები. მე მრცხვენია, რომ იქ, აფხაზეთში შენს გვერდით არ ვიდექი. მუხლმოდრეკილი გთხოვ პატიებას ბიჭო, შენც და შენს დაგლეჯილ საქართველოსაც. იქნებ ყველა, დიდიც და პატარაც შენსავით რომ მოვქცეულიყავით, ასე გულგამოფატრული და ბოლომოგლეჯილი არ ყოფილიყო ჩვენი ბედკრული ქვეყანა. დიდება შენ და ყველა მათ, ვინც სისხლი დაღვარა.

სიკვდილი არ უნდოდა, სიცოცხლე სწყუროდა , მაგრად ამაოდ ერკინებოდა სიკვდილს სიცოცხლით გაუმაძღარი, მეოცნებე ჭაბუკის ტყვიებით დაცხრილული სხეული...


,,გზა აერია სიკვდილსა,

მიშიკო დახვდა წინაო,

ადექი, ჩემთან წაგიყვან,

აქ რას აკეთებ შინაო...


კიდევ მოვიდა სიკვდილი,

არ დაასვენა მძინარი,

წამოო, ეჭიდებოდა

ეკონებოდა მცინარი”.


28 მაისს შეწყდა სუნთქვა 21 წლის მიშიკო ზურაბაშვილისა. სიბნელე ჩაუდგა ვაჟკაცს თვალებში, იგი ვეღარასოდეს იხილავს გულის რჩეულს, დედას, დებს,  ვეღარც მეგობრებს, თანაკლასელებს, თანასოფლელებს და ვეღარც აფხაზეთის სისხლით მორწყულ მიწაზე დადგამს ფეხს, სამუდამოდ დადუმდა გმირის ბაგე.

მაგრამ სიკვდილს რა ხელი აქვს სამშობლოსათვის მებრძოლ ჯარისკაცთან. მიშიკო მხოლოდ გარდაიცვალა და უქრობ კელაპტრად აენთო ივერიის ცაზე. იქ შეუერთდა გმირ წინაპართა დასს.

21 წლის ოფიცერი გმირულად დაეცა, მხოლოდ დაეცა და ამაღლდა ზეცად.

ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება და სიკვდილიც ერთხელ ეწევა. რა სჯობს სახელოვან სიკვდილს, მამულისთვის სიკვდილს? რა მშვენიერი სიკვდილით მოკვდი, (თუ შეიძლება ასე ითქვას) შენ ხომ მკვდარი არ ხარ და მხოლოდ გძინავს, ,,ყვავ-ყორნებთან’’ ნაბრძოლს, ნაომარს.

უკვდავებისათვის ერთი წამია 21 წელი. უფალმა მაინც გაზიარა უკვდავებას. ალალი იყოს, შენზე დაღვრილი თითოეული ქართველის ცრემლი.

დედა - ლიდა მიკირტუმაშვილი

ჩემი შვილი ყველასგან გამორჩეული იყო. უფალმა დაანათლა ის თვისებები, რაც თანატოლებისგან განასხვავებდა. შეიძლება ითქვას, მეტისმეტად მგრძნობიარე იყო. 

კარგად მახსოვს მისი შემართება ბრძოლაში წასვლის წინ. ხუთჯერ მიბრუნდა ბრძოლის ველზე და არც ერთხელ არ დაუწუწუნია, სადაც ჩემს ქვეყანას უჭირს იქ უნდა ვიყოვო, დამაჯერებლად აცხადებდა და ვინ იყო მის ნათქვამს წინ აღსდგომოდა. უკანასკნელი ბრძოლის დროს კი მიშიკო სასიკვდილო ჭრილობებით დაგვიბრუნდა,ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ჩემს შვილს სიცოცხლე ვერ შევუნარჩუნეთ.

            ის მოკვდა ისე, როგორც ეკადრებოდა მისნაირ ვაჟკაცს.

მიშიკოს დედას, ქალბატონ ლიდას შეუძლია სიამაყით წარმოთქვას შემდეგი სიტყვები: ,,ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე მამულო  შვილი, სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი.


მიშიკო მეგობართან ერთად (ფირუზი შიომღვდლიშვილი)

მეგობრობა


ყველაზე მეტად თანაგრძნობასა და გვერდით დგომას იგი მეგობრებისგან გრძნობდა, მიშიკოს მეგობრები დღესაც გვერდით უდგანან მის ოჯახს. ზოგიერთმა მათგანმა არც გამოჩენა ისურვა, მარტო ის თქვეს, რომ სუფრა არ ჩაივლის ისე, მიშიკოს შესანდობარი არ დაილიოსო. ამგვარი რამ კი დიდი მადლია სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცისათვის.

როცა მიშიკო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, დედა- ქალბატონი ლიდა დიდად ემადლიერებოდა ამ ბიჭებს, ,,შვიდი თვე ამ ბიჭებმა აცოცხლეს ჩემი შვილი”-ო. უჭირთ მის მეგობრებს წარსულზე საუბარი, იმ დროს საუბარი, როცა მიშიკო უკვე ამ ქვეყნად ცოცხალი აღარ არის.


 

   მიშიკო ზურაბაშვილი თანაკლასელებთან ერთად

მეგობარი-საშა ხითარიშვილი


მიშიკო ზურაბაშვილი არა მარტო ჩემი, არამედ უამრავი ჩვენი თანასოფლელის მეგობარი იყო. თბილი, გულისხმიერი, გულღია, ალალ-მართალი - ეს ის თვისებებია, რითაც ის ხასიათდებოდა.  ჯერ კიდევ სკოლაში მოიპოვა განსაკუთრებული სიყვარული თანაკლასელებისაგან და მასწავლებლებისაგან. ყველა პატივს სცემდა და სიყვარულით ეპყრობოდა მიშიკოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მაშინ ძალიან აქტიურად ტარდებოდა სკოლებს შორის შეჯიბრი. ის დღეები ძალიან საინტერესო ხდებოდა ჩვენთვის. მას განსაკუთრებულად იზიდავდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობის მიღება და საერთოდ, სპორტით ყოველთვის დაკავებული იყო. სხეულის გაკაჟებას დიდ დროს უთმობდა. ამიტომ იყო, რომ როცა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში სწავლობდა პარალელურად ათლეტიზმის სკოლაში ვარჯიშობდა. დაუსრულებლად შემიძლია მასზე ვისაუბრო. ჩვენმა სამეგობრომ საუკეთესო მეგობარი დაკარგა მიშიკოს სახით. უფალმა ნათელში ამყოფოს სამშობლოს მთლიანობისათვის თავდადებული გმირის უკვდავი სული.



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 07.03.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 07.03.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 09.03.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

2 0


აფხაზეთის ომი


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0