სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10548

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სერგეი მესხი 1845-83წწ მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი  დაბ. რიონი, წყალტუბო, იმერეთი

1845-1883 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მესხი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

სერგეი მესხი 1845-83წწ მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი დაბ. რიონი, წყალტუბო, იმერეთი

სერგეი სიმონის ძე მესხი (დ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 12 ოქტომბერი]1845რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 2 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი]1883აბასთუმანი, დაკრძალულია რიონში) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.


 დაამთავრა პეტერბურგის უნუვერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1867 წელს.


უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა არალეგალური წრეების საქმიანობაში; იყო ქართველ სტუდენტთა ფარული წრის ხელმძღვანელი; 1867 წელს დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობდა სახელმწიფო ქონებათა გამგებლობის მდივნად; 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ "დროებას"; აშუქებდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს; იყო "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის აქტიური მონაწილე; მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს; ვრცელი წერილი მიუძღვნა ხალხურ "არსენას ლექსს"(1872); მიმოიხილა გ. ერისთავის, რ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ფურცელაძის, გ. ვოლსკის და გ. სუნდუკიანის შემოქმედების ცალკეული საკითხები; თარგმნა ვ. ჰიუგოს, ა. დოდეს და სხვათა ნაწარმოებები; შემოკლებით თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს ახლად გამოსული რომანი "93 წელი" და მას ნაწილ-ნაწილ აქვეყნებდა "დროებაში"; 1873-1874წწ. იმყოფებოდა პარიზში, სადაც შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების: ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის და სხვათა ბიოგრაფიები; დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ახალი ახალგაზრდობის" ლიტერატურული ჯგუფი, წევრი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 19.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0