სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნიკოლოზ თაბუკაშვილი 1915-1981წწ მხატვარი, პედაგოგი დაბ. სოფ. ღუდუმექეთი, ხარაგაული,  იმერეთი.

1915-1981 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თაბუკაშვილი სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

72       ბეჭდვა

ნიკოლოზ თაბუკაშვილი 1915-1981წწ მხატვარი, პედაგოგი დაბ. სოფ. ღუდუმექეთი, ხარაგაული, იმერეთი.

ნიკოლოზ თაბუკაშვილი (1915-1981)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღუდუმექეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია(ა. ციმაკურიძის კლასი) 1945 წელს.


1945–1952 წლებში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1952 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმში, იქ დააარსა სამხატვრო სტუდია, 1955 წელს კი – სამხატვრო სკოლა(მოგვიანებით, სასწავლებელიც), რომელსაც ხელმძღვანელობდა 1978 წლამდე. ნიკოლოზ თაბუკაშვილის შემოქმედების ძირითადი თემაა ბუნება(იმერეთის, ქართლის, აფხაზეთის პეიზაჟები). იგი ქართული დაზგური ფერწერის რეალისტური ტრადიციების ერთგული იყო. 1965–1975 წლებში სოხუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, გარდაცვალების შემდეგ თბილისშიც. 1993 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ნიკოლოზ თაბუკაშვილის, მისი მოწაფეების, აფხაზეთის მხატვრების გამოფენა. ნიკოლოზ თაბუკაშვილის ნამუშევრები ინახება აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში(მოსკოვი) და კერძო კოლექციებში. დაწესებულია ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.417

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1955 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ითანამშრომლა თემურ სხულუხია დაბ სოხუმი (ნიკოლოზ თაბუკაშვილის მოსწავლე)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 18.10.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


მამუკა თაბუკაშვილი 1975-93წწ. გარდ. 21 წლის სოფ. კვიტოული ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარცხნარი, ხარაგაული იმერეთი

3 0


ლალა თაბუკაშვილი 1934-2006წწ მეცნიერი, მსახიობი, პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე.

1 0


მერაბ თაბუკაშვილი 1925-2015წწ. მსახიობი, ჟურნალისტი. წარმ. ხარაგაული, იმერეთი, დაბ. თბილისი.

1 0


თორნიკე თაბუკაშვილი ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგი

1 0

1 0 0


ლუკიანე მალანჩის ძე თაბუკაშვილი 1889-1921წწ ომის გმირი სოფ. ფარცხნალი (ახალსოფელი) ხრაგაული, იმერეთი.

1 0