ლალა თაბუკაშვილი ( 13 თებერვალი 1934-2006) მეცნიერი, მსახიობი, პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს.
1957-1968წწ. იყო გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" კულტურის განყოფილების გამგე; 1970-2009 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის ავტორი მრავალი კრიტიკული წერილისა და სამეცნიერო გამოკვლევებისა ქართულ და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983) და "სუფთა დაფა" (1981). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1968). კინომცოდნე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ნიკოლოზ შენგელაია და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბება", დაიცვა 1968 წელს.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.