სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მურმან ლებანიძე 1922- 2002წწ  მწერალი, პოეტი . აზერბაიჯანი, აღსტაფა

1922-2002 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ლებანიძე სია

აღსტაფა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

მურმან ლებანიძე 1922- 2002წწ მწერალი, პოეტი . აზერბაიჯანი, აღსტაფა

მურმან ლებანიძე დაიბადა  1922 წელს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.


მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ–ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შოთა რუსთაველის საზოგადოება, პრეზიდენტი
  • საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი, მთავარი რედაქტორი
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი , პასუხისმგებელი მდივანი (1978-)
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი , თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1972 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1972 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0