სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი მირზაშვილი 1961წ. მხატვარი, პედაგოგი, პოეტი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მირზაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

გიორგი მირზაშვილი 1961წ. მხატვარი, პედაგოგი, პოეტი, დაბ. ქ. თბილისი.

გიორგი მირზაშვილი 1961


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1984 წელს. 

1987-1990წწ. სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. 1986-1987წწ. იყო მანავის საშუალო სკოლის ხატვის პედაგოგი. მუშაობდა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა შემოქმედებით მუზეუმში. 1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ქარი" (1994). "ნატურმორტი ყავის საფქვავით" (1986), "ლურჯი ნატურმორტი" (1974), "თათია პაჭკორია' (1989), "ელენე გედევანიშვილი" (1985), "კახა თოლორდავა" (1985). კოლაჟი "ნიკალა" (1998), "მოღალატე" (1998), "გედი" (1998), "მარქსი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი" (1998).


გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი (1987), გალერეა "ვერნისაჟი" (თბილისი, 1998, 1999); მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: შემოქმედებითი სახელოსნოების საკავშირო (1990), ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი, საქართველოს ეროვნული გალერეა (1985), საკავშირო, რესპუბლიკის საგაზაფხულო და საშემოდგომო (1984), "ადამიანი, ოჯახი, გარემო", აშშ 6 ქალაქი (1994), საქართველოს ეროვნული გალერე (1997). მისი ნამუშევრები დაცულია ჯი-ემ-თი ჯგუფის კოლექციაში (სასტუმრო თბილისი მარიოტი და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი) ასევე კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ავსტრიაში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.338; სიესტა: siestabooks.blogspot.com

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


მირზაშვილი - გვარის 0 ღვთისმსახური

1 0

კობა მირზაშვილი 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

4 0


თენგიზ მირზაშვილი 1934-2008წწ. მხატვარი, მესტია, სვანეთი.

1 0


რევაზ მირზაშვილი 1901-1988წწ მხატვარი. დაბ. ქართლი, ქ. გორი.

2 0


სოფიო მირზაშვილი 1909-1992წწ. მხატვარი, უკრაინა, ქ. ოდესა.

1 0


ჯემალ მირზაშვილი (1934) მსახიობი, მხატვარი, სცენარისტი წარმ. სურამი ხაშური

1 0


მირზაშვილი მიხა რევაზის ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0