სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12106

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი ონოფრე (მაჭუტაძე) გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) ხსენება  29 (12ოქტომბერი) სექტემბერი ღირსი ონოფრე (მაჭუტაძე) გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) ხსენება  29 (12ოქტომბერი) სექტემბერი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი მაჭუტაძე სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

ღირსი ონოფრე (მაჭუტაძე) გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) ხსენება 29 (12ოქტომბერი) სექტემბერი

წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა.


ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა“. კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.


ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა. შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხაურულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღუსრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.


მცირე ხნის შემდეგ გერმანემ მონაზვნად აღკვეცა ოთარი, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო. ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე იყო. იგი ღამის მყუდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ცისკრის შემდგომ ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა და იქ აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას. საზრდელს - ისიც მხოლოდ წყალსა და პურს - მწუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.

ერთხელ დავით-გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წაიყვანეს. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი. ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ბერები გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.

ლეკთა შემოსევებისგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქმიანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, „სიყვარულისათჳს ძმათასა, წარვედ ქუეყანად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წარვიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო“.

ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. „ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“, - ამბობდნენ მისი ნაცნობები.


ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: „შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგვარეთ მე იგი აქა“. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც განიკურნა.

ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.

ღირს ონოფრეს დიდი სქემით შემოსვა სურდა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ  უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.

სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.

ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: „აღთქმა მიქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა“.

ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახეველებს სთხოვდა: „მიბოძეთ ფესვი სამოსლისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერჴნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა“.

ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება „აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ“.

ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წყარო-orthodoxy.ge


არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733

არქიმანდრიტი ონოფრე, ერისკაცობაში –– ოთარ მაჭუტაძე XVII ს-ის შუა წლებში გურიის სამთავროში დაიბადა. იგი XVII-XVIII ს-ის გარეჯელ მოღვაწეთა  შორის გამორჩეული ფიგურაა. მას გარეჯის მეორედ აღმშენებელს უწოდებენ. სამწუხაროდ, ამ გამოჩენილი მამულიშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზე მცირეა. უცნობია მისი მშობლების ვინაობა და ონოფრეს დაბადების თარიღი. ვიცით მხოლოდ, რომ
XVII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში გურული აზნაურები: ჯუმათელი ეპისკოპოსი მაქსიმე და მისი ძმა ოთარი მზითევში მოჰყვნენ გურიის მთავრის, ქაიხოსრო | გურიელის ასულ თუთას (გარდ. 1678წ.), როცა ვახტანგ V-ის ვაჟმა ლევან ბატონიშვილმა ცოლად შეირთო იგი. ძმები მაჭუტაძეები თუთა გურიელის ამალაში ირიცხებოდნენ. მაქსიმე მაჭუტაძე ქართლში გადმოსვლის შემდეგ 1688-1701  წლებში ბოლნისის კათედრას განაგებდა და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა, თუმცა მისი ჯუმათელობა ფიქტიური იყო (პ. კარბელაშვილი, „იერარქია საქართველოს
ეკლესიისა“, ქ. თბილისი 1900წ.,, გვ. 130; თ. ქართველიშვილი „გურიის საეპისკოპოსოები“ ქ. თბილისი  2006წ., გვ. 35-36). 1683 წელს დათარიღებულ წყალობის სიგელში ლევან ბატონიშვილი ოთარ მაჭუტაძეს „ერთგულ
ყმას“ უწოდებს და თანახმად მისი თხოვნისა, სოფ. „სამწევრისის მესთვლეობას“ აძლევს, ე. ი. საბეგარო

17-1  საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.18
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733 (გაგრძელება)

ყურძნის ამკრეფად ნიშნავს (თ. ჟორდანია „ქრონიკები“ ტ.II, ქ. ტფილისი, 1897წ., გვ. 498). 1683-1690 წლებში ოთარი დავით გარეჯის მონასტერში მივიდა და ონოფრეს სახელით ბერად აღიკვეცა. აქვე, მოკლედ თვალი გადავავლოთ გარეჯის მონასტრის ვითარებას. 1615 წლის აღდგომას, ქართლკახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, გარეჯის უდაბნოში 6 000 ბერი აწამეს და იქიდან მოყოლებული უდაბნო წელში ვეღარ გაიმართა. მართალია, კახეთის მეფე არჩილ II-მ (1664-1675წწ.) განაახლა დავით გარეჯის და იოანე ნათლისმცემლის უდაბნოები, მაგრამ ბერმონაზვნობამ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ 1690 წლის 12 მარტს საეკლესიო კრებამ ონოფრე მაჭუტაძე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
ამასთან დაკავშირებით კათოლიკოსი იოანე (დიასამიძე), ალავერდელი ნიკოლოზი და ნინოწმინდელი არსენი წერენ: „გავარიგეთ უდაბნო გარესჯისა. არჩილ მეფემ აღადგინაო გარესჯას მოღვაწეობა, მაგრამ ისევ
მოიშალაო. ახლა ერეკლე მეფის ბრძანებით ონოფრე მაძუტაძე წინამძღვრად დავაყენეთო და კრებულნი დავადგინეთო“ ამ სიგელს ასევე ხელს აწერენ თბილელი დომენტი, რუსთველი ნიკოლოზი და მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე (პ. კარბელაშვილი, „იერარქია
საქართველოს ეკლესიისა“, ქ. თბილისი 1900წ., გვ.
129; თ. ჟორდანია, „ქართლ-კახეთის საეკლესიო საბუთები“, ქ. ფოთი, 1903წ., გვ. 10). ახლადდადგენილმა წინამძღვარმა ენერგიულად
დაიწყო შრომა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც, როგორც ზევით აღვნიშნეთ დავით გარეჯის უდაბნოს „მეორე აღმშენებელი“ უწოდეს, იმდროინდელი ოსმალობა-ყიზილბაშობა საფრთხეს უქმნიდა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესია-მონასტრებს.სწორედ ამ პირობებში შეუდგა
ონოფრე დავით გარეჯის სამონასტრო ცხოვრების აღორძინების საქმეს. მან ყოველგვარ საქმის ვითარებას სწორად აუღო ალღო და თავისი ორგანიზატორული ნიჭით დავით გარეჯის უდაბნო მალე ერთ-ერთ მოწინავე სამონასტრო ცენტრად აქცია.
გ. ჩუბინიშვილის თქმით, ................... პირველ რიგში საჭირო იყო სამეურნეო შემოსავლების გადიდებით სამონასტრო დოვლათის დაგროვება. უიმისოდ ონოფრე მეუდაბნოეთა კრებულს ვერ გაზრდიდა და ვერც აღმშენებლობით საქმიანობას დაიწყებდა. მან კარგად გამოიყენა შექმნილი პოლიტიკური ვითარება. ქართლ-კახეთის მმართველთ განაახლებინა და ხელახლა დაამტკიცებინა ყველა ის პრივილეგიები, რომლებითაც ადრე სარგებლობდა დავით გარეჯის მონასტერი. 1690 წელსვე ქართლის მეფე ერეკლე I-ს ჯამაგირი და წლიური გამოსაღები ულუფა გააზრდევინა და დაიბრუნა ძველი სამონასტრო მამულები, რომელნიც „ქვეყნის ოხრობასა და უბატონობაში“ კახელ თავადებს მიესაკუთრებინათ (ივ. ლოლაშვილი, „სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობიდან“, ქ. თბილისი 1959წ.,, გვ. 30-31). 1696 წელს ქართლის მეფე ერეკლე I უახლებს ჯამაგირს -–– ცხრა თუმანს -– გარეჯის ბერებსა და წინამძღვარ ონოფრეს და ხუთ ლიტრა სანთელს აძლევს მონასტერს სამეფო კარიდან, ხოლო 1699 წელს უნიშნავს „წლითი-წლად“ ქართლის შემოსავლებიდან ას კოდს პურს, ათ საპალნე ღვინოს, ას ლიტრა ბრინჯს, ას ჩარექს ერბოს, ას ლიტრა ყველს, ას ლიტრა მარილს და სხვ. (თ. ჟორდანია „ქრონიკები“ ტ. II, ქ. ტფილისი, 1897წ.,, გვ. 516; გვ. 518).
ამის შემდგომ იგი შეუდგა სამონასტრო მიწების დაბრუნებას და მათზე სამონასტრო კმების დასახლებას. ონოფრეს მზრუნველი ხელი დაეტყო მონასტრის შინა ცხოვრების ორგანიზაციულ მხარესაც. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მისი მეცადინეობით გარეჯაში ძალიან გაიზარდა ბერმონაზვნების რიცხვი. აღმავლობასთან ერთად იყო ტრაგიკული მოვლენებიც. სწორედ ონოფრეს წინამძღვრობის დროს  დაარბიეს ლეკებმა გარეჯის მონასტერი და დახოცეს ბერები. ეს მოხდა დაახლოებით 1699-1700 წლებში. ამ თავდასხმის დროს თავად წინამძღვარი მონასტერში არ იმყოფებოდა, იგი ქალაქში იყო წასული საქმეებზე. ლეკები ღამით შეპარულან ლავრაში და იქ მყოფნი მძინარენი დაუხოცავთ, გაუძარცვავთ იქაურობა და დიდძალი სიმდიდრე გაუტაციათ. უდაბნოში დაბრუნებულმა ონოფრემ დაიტირა ახალმოწამენი:
მღვდელ-მონაზონი შიო, ბერები: დავითი, გაბრიელი,

17-2  საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.19
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733 (გაგრძელება)

პავლე და გაბრიელი. საქართველოს ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში შერაცხა და ხსენების დღედ 1 ივნისი (ძვ. სტილით) დააწესა (მ. საბინინი ,,საქართველოს სამოთხე“, ქ. პეტერბურღი, 1882წ., გვ. 162).ლეკთა შემოსევამ ძლიერ დააფიქრა მეუდაბნოენი და განსაკუთრებით კი მისი წინამძღვარი. ამის შემდე მის უპირველეს საზრუნავად გადაიქცა მონასტრების შემოზღუდვა ქვიტკირის გალავნებით და საერთოდ, თავდაცვითი საშუალებების გაძლიერება-გამაგრება. მშენებლობათა მთელი ეს კომპლექსი მოითხოვდა დიდ ენერგიას, ორგანიზატორულ ნიჭსა
და ეკონომიკურ სახსრებს. ამ საქმეშიც დიდი ნიჭი გამოიჩინა მამა ონოფრემ. ბერთუბნის ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ ქვის მჭრელებს ონოფრესთან დავითის ლავრის გალავნის აშენებაზე შვიდი წელი
უმუშავიათ. დავით გარეჯის მონასტრის შემომტკიცება რომ დაამთავრა, ონოფრე მაშინვე შეუდგა ნათლისმცემლისა და დოდოს მონასტრების ზღუდეთა შემოვლებას. ასე რომ,7-8 წლის შემდეგ დავით გარეჯის სამივე მონასტერი მტერთაგან შეუვალ ციხე-სიმაგრედ გადაიქცა. ნელ-ნელა მონასტერი ისე გაძლიერდა, რომ თავისუფლად შეეძლო უკვე თავისი შემოსავლებით დაეწყო მშენებლობებიც. რა თქმა უნდა, იყო შეწირულებანიც. მართლაც, ერთი ათეული წლის შემდეგ ბერმონაზონთა და მათი ენერგიული წინამძღვრის წყალობით აშენდა: „უდაბნოსა შინა საყდარი წმ. იოანე მახარებლისა და ახალი სენაკები მონასტრის ძმათათვის, კლდეში ნაკვეთი კელიები, გალავანი და კოშკები, ტაძარში დაიდგა ახალი კანკელი ლამაზად მოხატული. საგარეჯოში -–– მონასტრის მამულზე აშენდა პეტრე-პავლეს ეკლესია, რომელიც შეიმხო ახალი ხატებით, ჯვრებით, წიგნებითა და შესამოსლებით“ მან მოიწვია ქვის მჭრელები, მეჩუქურთმეები,
ხუროები, მხატვრები, ხატის მომჭედავები და მათი მეშვეობით მოაჩუქურთმა, მოხატა და სამონასტრო  ინვენტარით შეამკო როგორც ახლადაშენებული, ისე ძველი ეკლესია-მონასტრები. XVIII ს-ის დასაწყისში
ბერმონაზონთა საკრებულო იმდენად დიდ სამონასტრო ერთეულად ქცეულა, რომ საჭირო გახდა მათი გადანაწილება სხვა მონასტრებში. ამიტომ კრებული სამ სამონასტრო ერთეულად გაიყო და ყველას ცალცალკე წინამძღვარი დაენიშნა. დავით გარეჯის ლავრაში დარჩა არქიმანდრიტი ონოფრე, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემელში გაიგზავნა არქიმანდრიტი ხარიტონი, ხოლო დოდოს მონასტერში -- არქიმანდრიტი ზაქარია. 1704 წელს ეს სამივე წინამძღვარი ერეკლე I-ს პირობის წიგნს აძლევს, რომელსაც ხელს აწერენ: „მონა ღვთისა დავით გარეჯის მაჭუტაძე
ონოფრე, ზაქარია და ხარიტონი“ (ივ. ლოლაშვილი, „სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობიდან“, ქ. თბილისი 1959წ., გვ. 36-38; ბ. ლომინაძე „ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორები)“ ქ. თბილისი 1966წ. გვ. 24). არქიმანდრიტი ონოფრე მოხსენიებულია კახეთის მეფე დავით III (იმამყული-ხანის) აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში, როდესაც  მეფისაგან მოითხოვა, კვლავ დაემტკიცებინათ დავითის ლავრისათვის სოფელი აკურა (თ. ჟორდანია
„ქრონიკები“ ტ.III, ქ. თბილისი, 1967წ., გვ. 598). იგი ასევე იხსენიება 1712 წლის 9 მაისს შედგენილ განჩინებაში დოდოელთა და მგალობელთა მამულების საქმეზე, სადაც ხელს აწერდა ნინოწმინდელ ეპ.
იოსებთან ერთად („ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI--–XVIIIსს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ქ. თბ. 1972წ., გვ. 243-244).
ონოფრე დიდ ყურადღებას უთმობდა მონასტერში კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობას. მან არა მარტო სამონასტრო მეურნეობა გამოაცოცხლა და მოაღონიერა, არამედ ხელი შეუწყო მწიგნობართა
საქმიანობის გაშლა-გაფართოებას და მას გარკვეული ორიენტაციაც კი მისცა. სწორედ მისი წინამძღვრობის პერიოდში მომრავლდნენ გარეჯის მონასტერში მწერლები და მქადაგებლები, კალიგრაფები და
ბიბლიოფილები. არსებითად სწორედ ამ პერიოდში
იქცა გარეჯა ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად. ონოფრე მაჭუტაძის დროისათვის ქართულ აგიოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. ქართულ ენაზე არსებობდა მრავალი თხზულება, რომელშიაც ეროვნულ წმინდანთა ცხოვრება-წამება იყო აღწერილი. იზრდებოდა რა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გრძნობა, მეტი ძალით იწყებოდა ეროვნულ წმინდანთა გამოვლენა, მათი ღვაწლის დაფასება, წარმოჩენა, პოპულარიზაცია. ქართული აგიოგრაფიის ზრდა-განვითარებამ

17-3  საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.20
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733 (დასასრული)

განაპირობა ორიგინალური აგიოგრაფიული კრებულის შედგენა-დამუშავება. XVII ს-ის მიწურულს ასეთი კრებულიც შეიქმნა. ესაა ხელნაწერი -160, რომელიც 1699 წელს ონოფრე მაჭუტაძის დაკვეთით გადაწერა შიო გარეჯელმა. კრებულში წარმოდგენილია ნინოს (ცხოვრება, სვეტიცხოვლის საკითხავი, დავითის, იოანესა და შიოს ცხოვრებანი და სხვ. აღნიშნული კრებულის გადამწერი შიო მღვდელ-მონაზონი გვაუწყებს, რომ ხელნაწერი აღიწერა ონოფრე მაჭუტაძის „ნებითა და ბრძანებითა“. ცალკე უნდა აღინიშნოს ის დიდი დამსახურება, რომელიც ონოფრე მაჭუტაძეს მიუძღვის გარეჯის წიგნის ფონდის გაზრდის,  გაფართოებისა და დაცვის საქმეში.
იგი გულისყურით ეკიდებოდა მონასტრის ბიბლიოთეკის გაზრდას.
მისი უშუალო მონაწილეობით საკუთრივ გარეჯაში ხელნაწერი და სტამბურად გამოცემული სხვადასხვა დასახელების 76 ტომი იყო თავმოყრილი. თითოეული ტომი კი თავის მხრივ რამდენიმე წიგნისაგან
შედგებოდა. ეს წიგნები გახდა საფუძველი გარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმატებული საქმიანობისა. ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში, გარდა ყოველდღიურად სახმარი სალვთისმსახურო წიგნებისა, თავმოყრილი იყო აგიოგრაფია, საღვთისმეტყველო
და ეგზეგეტიკური ლიტერატურა. მონასტრის ბერებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თავისუფლად გაეტანათ ბიბლიოთეკიდან სენაკებში წიგნები. მართალია, თავად ონოფრე მაჭუტაძე ლიტერატურულ საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ ფაქტობრივად
მან შეამზადა ნიადაგი დავით გარეჯაში ლიტერატურული საქმიანობის ასაღორძინებლად და ამიტომ სამართლიანად ითვლება გარეჯის ლიტერატურული სკოლის ფუძემდებლად (მენაბდე ლ. „ძველი ქართული მწერლობის კერები“ ქ. თბ. 1962წ. გვ. 299- 300). ონოფრე მაჭუტაძე ქართლ-კახეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩაბმული. იმ
დროის ყველაზე პროგრესულ ქართველთა გვერდით იგი დაუღალავად იბრძოდა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. იგი ხშირად საკუთარი სახსრებით გამოიხსნიდა ტყვეებს და ასახლებდა მონასტრის მიწაზე. ონოფრეს დავალებით დავით გარეჯის ბერი ბესარიონ ორბელიშვილი, მომავალი ქართლის კათალიკოსი, პირადად გაიგზავნა გურიელთან ტყვეთა გაუსყიდველობაზე პირობის მისაღებად (მ. ქავთარია, „ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე #1, 1959წ.).
ონოფრე მაჭუტაძე ქართლის და კახეთის ეპისკოპოსებთან ერთად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ისა და დავით იმამყული-ხანის ლეკთა წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო კამპანიის შემზადებაში. ცნობილია, რომ გარკვეული პერიოდში ქართლ-კახეთის მეფეთა შორის უთანხმოება გაჩნდა. ნდობის აღსადგენად იმამყული-ხანმა კახეთის ეპისკოპოსებს სთხოვა დახმარება, რომლებმაც, თავის მხრივ, ონოფრე მაჭუტაძე აირჩიეს მეფეებს შორის შუამავლად და ერთობის ფიცის თავდებად. ეს ფაქტი, რასაკვირველია, ონოფრეს მაღალ ავტორიტეტსა და გავლენაზე მეტყველებს (მ. ქავთარია, „დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა“, ქ. თბილისი 1965წ.). არქიმანდრიტი ონოფრე საეკლესიო საბუთებში უკანასკნელად 1729 წელს იხსენიება. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია 1733 წლით დათარიღებული საბუთი, რომელშიც ონოფრე გარდაცვლილად არის მოხსენებული, თუმცა, მკვლევარი ბ. ლომინაძე თვლის, რომ იგი შედარებით გვიან, დაახლოებით
1736 წელს გარდაიცვალა (ბ. ლომინაძე „ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორები)“ ქ. თბილისი 1966წ. გვ. 150).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 18.01.2026
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0