სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო სულაქველიძე 1957წ.  ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სულაქველიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

ლადო სულაქველიძე 1957წ. ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი.

ლადო სულაქველიძე 1957


ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების ფაკულტეტი 1976 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი  ანიმაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით 1981 წელს.

მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში. გადაიღო ფილმები: "პორტრეტი" (1981), "მიწა თავისას მოითხოვს" (1983), "დიდი ტალღა და პატარა ტალღა" (1986), "მეფე და ჩიტი" (1985), "ოჩოკოჩი" (1986), "მოდის"(1988), "დიდი დავითის ჯაჭვის პერანგი" (1990), "ლეგენდა ღვინოზე" (2006), "რატომ არის ზღვა მარილიანი", "როგორ გაჩდა მთვარე"( 2007), "ჩიტბატონა" (2007); დოკუმენტური ფილმები: "მთაწმინდა" (1993), "თბილისური აბანოები", "26 მაისი" (1994), ციკლი "ჩვენი ქვეყანა" (2001-2002),


"გერმანული სათვისტომო" (2002) და სხვ. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის გამარჯვებული კინო ფესტივალებისა, მათ შორის: კინო ფესტივალ "ამირანის" პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის "პორტრეტი" (1982), ჩერნოვცის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "მიწა თავისას მოითხოვს" (1983), საერთაშორისო ფესტიესტივალის "ბიმინის" პრიზი საუკეთესო ქართული ფილმისთვის "ლეგენდა ღვინოზე" (2008). კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.04.2023
სულ რედაქტირებულია 2


სულაქველიძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

ვიქტორ სულაქველიძე 1919-84წწ საბჭოთა საინჟინრო გენერალი დაბ. სოფ.მთისძირი ვანი იმერეთი

2 0


ემზარი სულაქველიძე 1950-93წწ. დაკარგ. სოფ. ახალდაბა აფხაზეთი

4 0

თენგიზ სულაქველიძე დ.1956წ. ოლიმპიური პრიზიორი ფეხბურთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

6 0

1 1 1