სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
3.3 მელქისედეკ I - დაახ. 1010-1033 წწ. 23 წელი საქართველოს კათოლიკოსი

578      

3.3 მელქისედეკ I - დაახ. 1010-1033 წწ. 23 წელი საქართველოს კათოლიკოსი

მელქისედეკ I — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33 წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 1 ოქტომბერი (14 ოქტომბერი). ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება.

მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ ეკლესიას მესაჭეობდა მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმინდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმინდა მელქისედეკი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი, რომელიც მოიხსენიება ტიტულით „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმინდა მელქისედექი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი ბაგრატ III-ის კარზე. ცნობილია მისი ბიძის (დედის ძმის) სახელი — ანტონი. წმინდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმინდანი დახმარების სათხოვნელად „წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება-გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის.

მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია კონსტანტინოპოლსბიზანტიის იმპერიის იმპერატორების კარს და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება.

შემონახულია წმინდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) გ. 1049).

შემონახულია მელქისედეკ I-ის მიერ დაახლოებით 1031/33 შედგენილი ანდერძი – „დაწერილი“ (XII ს. პირი), რომელიც საუკეთესო წყაროა XI საუკუნის საქართველოს ეკონომიკის, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესასწავლად. მელქისედეკ I იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი, რომელიც ატარებდა ტიტულს „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1033 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში, წმინდა ილია თეზბიტელის ეკვდერის შესასვლელთან. კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.





საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


7.9 ილია II შიოლაშვილი 1977 დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.სნო ყაზბეგი(სტეფანწმიდა) მცხეთა მთიანეთი

1 0


5.13 გიორგი XII (1746-1800) 1798 -1800 წწ. კახეთის მეფე თელავი კახეთი

1 0


7.8 დავით V დევდარიანი 1972 – 1977 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.მირონწმინდა ხარაგაული იმერეთი

1 0


5.12 ერეკლე II (1720-98) 1744 -1762 წწ. კახეთის მეფე თელავი კახეთი

1 0


7.7 ეფრემ II სიდამონიძე 1960 – 1972 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.დოესი კასპი ქართლი

1 0


5.11 კონსტანტინე II (მაჰმად-ყული ხანი) 1722 -1732 წწ. კახეთის მეფე ისპაჰანი ირანი

2 0


7.6 მელქისედეკ III ფხალაძე 1952 – 1960წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ყანდაურა საგარეჯო კახეთი

1 0


5.10 დავით II (იმამ-ყული ხანი) 1709 -1722 წწ. კახეთის მეფე

2 0


7.5 კალისტრატე ცინცაძე 1932 – 1952 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ტობანიერი ვანი იმერეთი

1 0


5.9 არჩილ II 1664 -1675 წწ. კახეთის მეფე

1 0


7.4 ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927 – 1932წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ვერტყვიჭალა ხარაგაული იმერეთი

1 0


5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. კახეთის მეფე

1 0


7.3 ამბროსი ხელაია 1921 – 1927 წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ინჩხური მარტვილი სამეგრელო

1 0


5.7 კონსტანტინე I 1605 წ კახეთის მეფე

1 0


7.2 ლეონიდე ოქროპირიძე 1919 – 1921წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.დისევი გორი ქართლი

3 2


5.6 დავით I 1601 -1602 წწ. კახეთის მეფე

2 0


5.5 ალექსანდრე II 1574 -1605 წწ. კახეთის მეფე

2 0


7.1 კირიონ II საძაგლიშვილი 1917 – 1918წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ქვ.ნიქოზი გორი ქართლი

1 0


5.4 ლევანი(აღმაშენებელი) 1518-1574 წწ. კახეთის მეფე

7 0


საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0