სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ვლასა მგელაძე 1868-1943წწ მწერალი, პოლიტიკოსი, დაბ. სოფ. ზომლეთი, ჩოხატაური, გურია

1868-1943 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მგელაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ვლასა მგელაძე 1868-1943წწ მწერალი, პოლიტიკოსი, დაბ. სოფ. ზომლეთი, ჩოხატაური, გურია

ვლასა მგელაძე (1868-1943) დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზომლეთში.


   სკოლა მატერიალური გაჭირვების გამო ვერ დაამთავრა. ბიძამ, ლუკა წულაძემ, შეგირდად მიაბარა ქუთაისში, პეტრე წულუკიძის სტამბაში. სტამბაში, მუდმივად ქართული წიგნებისა და ჟურნალ–გაზეთების გარემოცვაში ყოფნა ძლიერ დაეხმარა თვითგანათლების გაღრმავებაში; მალე თბილისში გადავიდა და ჯერ ექვთიმე ხელაძის, რამდენიმე ხანში კი გაზეთ "ივერიის" სტამბაში მაქსიმე შარაძესთან დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. გაზეთის რედაქციაც აქ იყო მოთავსებული და აქვე იმართებოდა ილია ჭავჭავაძის განთქმული "ხუთშაბათობები"; 1984 წლის იანვრის მიწურულიდან ჟურნალ "კვალს" და "ჯეჯილს" აწყობდა მატინიანცის სტამბაში; ჟურნალ "კვალში" დაიწყო პირველი წერილების ბეჭდვაც; XIX ს-ის 90-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი იდეური მიმართულება – მესემა დასი. იგი მისი მიმდევარი გახდა და თანდათან პროფესიონალ რევოლუციონერად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური დავალებით გაემგზავრა ბათუმში ადგილობრივი ორგანიზაციების მოსაწყობად, დადიოდა მუშათა უბნებში, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. ამ პერიოდიდან ციხე და გადასახლება მისი ხვედრია. 1902 წელს იჯდა მეტეხის ციხეში; 1908 წელს ევროპაშია – ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ციურიხში; მონაწილეობა მიიღო სპარსეთის 1908 წლის რევოლუციაში და უშიშარი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭა; 1910 წელს კვლავ ჩავიდა თეირანში, დაესწრო მეჯლისის გახსნას და ირანის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით წარმოთქვა სიტყვას, რომელმაც მეჯლისზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდნა; 1910 წლის მეორე ნახევრიდან კვლავ ევროპაში იყო და როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას, კითხულობდა მოხსენებებს სპარსეთის რევოლუციაზე სხვადასხვა ქალაქებში; 1911 წელს საქართველოში ჩავიდა ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად, მაგრამ ჟანდარმერიას ჩაუვარდა ხელთ; იჯდა ბათუმისა და მეტეხის ციხეებში; 1913 წელს ეტაპით გაგზავნეს ციმბირში, მაგრამ მალე გამოიქცა და ჯერ პეტერბურგში ჩავიდა საიდუმლოდ, შემდეგ ბაქოში, აქედან კი ქუთაისის გავლით გურიაში; მოინახულა მოხუცი დედა და კვლავ პეტერბურგის გზას დაადგა. აქ იშოვა პასპორტი და ებშტეინის სახელით გერმანიაში გაემგზავრა; შემდგომ წლებში კვლავ აქტიურად მოღვაწეობდა სოციალ–დემოკრატთა ემიგრანტულ წრეებში; რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იმედებით აღსავსე დაბრუნდა სამშობლოში; 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო კომისარი; შესანისნავი სიტყვა წარმოთქვა 1918 წლის 26 იანვარს, თბილისის უნივერსიტეტის გახსნის დღეს; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა – ჯერ ბერლინში, შემდეგ პარიზში. აქ იგი შეუდგა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ნაწარმოებები – პოემა "სამშობლო", ლექსი "ცხრათვალა მზე", "გოდება" (ნაწყვეტი დღიურიდან) – გამოქვეყნებულია ჟურნალ "კავკასიონში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტია , ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1918-1921)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1918-1921)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 03.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0