სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მიხეილ კინწურაშვილი 1885-1955წწ მწერალი, პოეტი,  დაბ. სოფ. შხეფი, სენაკი, სამეგრელო

1885-1955 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კინწურაშვილი სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

მიხეილ კინწურაშვილი 1885-1955წწ მწერალი, პოეტი, დაბ. სოფ. შხეფი, სენაკი, სამეგრელო

მიხეილ კინწურაშვილი (1885-1955) დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ შხეფში. დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1912 წელს.



1912-1916წწ. მასწავლებლობდა შუშის რეალურ სასწავლებელში; 1916-1919წწ. გორში ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში; 1919-1922წწ. იყო ფოთში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1923-1928წწ. მუშაობდა თბილისის აღმასკომის სტატისტიკური განყოფილების განათლების სტატისტიკის განყოფილების გამგედ; 1928-1929წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში მთარგმნელად; 1904-1905წწ. ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოს სოფლებში; ლექსებს აქვეყნებდა "ივერიაში", "მწყემსში", "მოგზაურში", "ჩვენ ხმაში", "თეატრსა და ცხოვრებაში", ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურ ნაწარმოებებს. მიღებული აქვს კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯილდო (1946).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.431


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალურ–დემოკრატიული პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0