სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გურამ ღლონტი 1943წ  მხატვარი, ქ. ოზურგეთი, გურია.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ღლონტი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

გურამ ღლონტი 1943წ მხატვარი, ქ. ოზურგეთი, გურია.

გურამ ღლონტი 1943.



დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე(ახლანდელი ქ. ოზურგეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს.

1970-2012წწ. მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადული"-ს მთავარ მხატვრად; მხატვრულად გაფორმებული აქვს 300-ზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა. 1974-1975წწ., 11978, 1985-1987წწ. მუშაობდა მხატვართა სახლ "სენეჟი"-ს(რუსეთი) შემოქმედებით ჯგუფში; 1975 წელს იყო ქ. გორში ჩატარებული ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა პირველი რესპუბლიკური სემინარის გრაფიკის სექციის ხელმძღვანელი; 1995-2005წწ. ი. ნიკოლაძის, ე. შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის სპეციალობის პედაგოგი; 1976 წელს მონაწილეობდა გერმანიაში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო გამოფენა-სემინარში "Intergrafik 76". მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში, ქ. ქუთაისის სურათების გალერეაში, პოლონეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიაში - პროფ. პეტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; მოსკოვის: ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საფრანგეთის, გერმანიის; თურქეთის, აშშ-ის, რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. 1960-1961წწ. დასახელებული იყო საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრად.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობა, წევრი (1977-1987)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1974-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • მწიგნობრობა ქართული : მრავალტომეული (ილუსტრატორი) // ტ. 16 : სასულიერო მწერლობა : ქადაგებები, სიტყვები, წერილები. - თბილისი, ციცინათელა, 2013. - 480გვ.. - ISBN: 978-9941-9300-3-4
  • ნაცნობი სურათები : პოეზია (ილუსტრატორი). - თბილისი, ეთნოპოლიტიკა, 2009. - 38გვ.. - ISBN: 978-9941-0-1789-6
  • ლექსები, პოემები (ილუსტრატორი). - თბილისი, ნაკადული, 1996. - 320გვ.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ს. ჩიქოვანის ქ. N31
    ტელეფონი:593 41 57 10; 2 33 71 61
    ელ.ფოსტა:guramglonti1943@gmail.com

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0